კეტრინი დ კერისი ჟურნალის Town & Country სექტემბრის ნომრის გმირები გახდნენ.
15 წლის კერის ზეტა-დუგლასი 48 წლის მსახიობის, კეტრინ ზეტა-ჯონსისა და 73 წლის მაიკლ დუგლასის ქალიშვილია.
კეტრინი დ კერისი ჟურნალ Town & Country-ს სექტემბრის ნომრის გმირები გახდნენ. დედა-შვილმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, მათი ფოტოები კი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. მსახიობების ქალიშვილმა ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა და გამოტყდა, რომ სკოლაში წამლავენ.
კერისის თქმით, თანაკლასელები მას ხშირად დასცინოდნენ. დაცინვის მიზეზი კი მის მშობლებს შორის ასაკობრივი სხვაობა - 25 წელი გახდა. „როცა მამა სკოლიდან წასაყვანად მაკითხავდა, ისინი ხუმრობდნენ, რომ ბაბუამ მომაკითხა“ - ისაუბრა ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილმა.
გოგონამ ისიც თქვა, რომ მას გაზეთებში დასათაურებებიც აღიზიანებს. ერთხელ მან მამის სურათი ნახა დასათაურებით: „მაიკლ დუგლასს კვლავ კიბო აქვს და ერთ თვეში მოკვდება“ და გადაწყვიტა, რომ მშობლები მას ამ საშინელ ამბავს უმალავდნენ. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ამჟამად კერისი უფროსკლასელია და მომავლის გეგმებს სახავს. აპრილში გოგონა Dolce&Gabbana-ს წვეულებაზე დედასთან ერთად მივიდა. კეტრინ ზეტა-ჯონსის თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ გოგონა ნებისმიერ მოდელს გაუწევს კონკურენციას.
შეგახსენებთ, რომ კერისს ჰყავს ძმა - 17 წლის დილან მაიკლ-დუგლასი. კეტრინისა და მაიკლის ვაჟმა სკოლა წელს დაამთავრა.