როგორ ჩაიარა ვენსან კასელის და ტინა კუნაკის ქორწილმა

როგორ ჩაიარა ვენსან კასელის და ტინა კუნაკის ქორწილმა
დიახ, არ გეჩვენებათ. ვენსან კასელი მონიკა ბელუჩისთან დაბრუნებაზე ნამდვილად აღარ ფიქრობს. ფრანგმა წყვილმა 24 აგვისტოს ქორწილი ქალაქ ბიდარტში, ატლანტის ოკეანეზე, საიდუმლო ვითარებაში გადაიხადა. ვენსანის რჩეული, ტინა კუნაკი გახლავთ.

გოგონას ქათქათა, თეთრი საქორწილო კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტით, ხოლო ვენსანმა კი ნათელი ფერის პიჯაკსა და მოვარდისფრო პერანგზე შეაჩერა არჩევანი.
ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოვლენად იქცა.


მათ შესახებ კამათობენ და აზრი ორად იყოფა. ზოგს მოსწონს კასელის არჩევანი, ზოგი კი უბრალოდ მიიჩნევს, რომ გოგონა
ვენსანს ფულის გამო გაჰყვა.
ფაქტია, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ეს წყვილი ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. ვენსანი 51 წლისაა, ტინა კი 21-ის..

წყვილის ფოტოები „ინსტაგრამზე“ ახლახან გავრცელდა და მოწონებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
რაც შეეხება ტინას, ის საფრანგეთში საკმაოდ ცნობილია და წარმატებული მოდელია.
ვენსანმა ტინას თეთრ კაბაში დანახვისას ემოციები სწორედ ასე გამოამჟღავნა..


ამ სიახლემ ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან მათი თაყვანისმცემლებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93