ალბათ, იცით ის, რომ დევიდ ბექჰემი ცნობილი ადამიანებიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მამაა.
ვიქტორიასა და დევიდის ოჯახი ყოველთვის გამოირჩევა ჩაცმის კულტურით და გემოვნებით. ბიჭებზე დევიდის და ვიქტორიას გავლენა იგრძნობა, რადგან ზოგჯერ მამასაც და შვილებსაც ერთნაირი სტილის ქუდები ახურავთ.
ბექჰემებმა ამ ზაფხულს „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ბევრი ფოტო გამოაქვეყნეს. მათ შორის იყო დევიდის სახალისო ფოტო, რომელიც როგორც ჩანს, ვიკიმ გადაიღო.
სოციალური ქსელი დაიპყრო მათი უფროსი შვილის, ბრუკლინის მიერ დადებულმა ფოტომ, სადაც ოჯახი საბერძნეთშია.
„ოჯახთან ერთად გატარებული დრო ყველაფერია“ - ვიკიმ ერთ-ერთი ფოტო სწორედ ასე დაასათაურა.
სულ ახლახან ვიქტორიამ და დევიდმა "ინსტაგრამზე" ელტონ ჯონთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. ისინი არდადეგების დასასრულს ფრანგულ რივიერაში ატარებენ. როგორც აღმოჩნდა, იქ ელტონიც მეუღლესთან ერთადაა. ერთ-ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, ელტონს გახუმრებოდა და ასეთი კომენტარი დატოვა: "ელტონ, შენ ხომ მამაკაცები მოგწონს, რატომ გიდევს ხელი ვიქტორიას მკერდზე?"
პოპ-ლეგენდას წყვილი 25 წელია იცნობს და ახლო მეგობრობაც აკავშირებთ.