40 წელს გადაცილებული ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან

 40 წელს გადაცილებული ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან
40 წელს გადაცილებული ვარსკვლავები დაუფარავად გვიმხელენ, როგორ ინარჩუნებენ ახალგაზრდობას.
პენელოპა კრუსი, 44 წლის


სილამაზის საიდუმლო: მსახიობი პრაქტიკულად არ სვამს ალკოჰოლს. იცავს ხმელთაშუა ზღვის დიეტას. მოხდენილ სხეულს კი ცეკვის დახმარებით ინარჩუნებს.

ჯენიფერ ლოპესი, 49 წლის


სილამაზის საიდუმლო: პენელოპას მსგავსად, არ სვამს ალკოჰოლს და არ ეწევა. თავს იცავს ნამზეურისგან. პირად მწვრთნელთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს და ცეკვავს. დიეტას
არ იცავს, მაგრამ განტვირთვის დღეებს იწყობს.


გვინეტ პელტროუ, 45 წლის


სილამაზის საიდუმლო: ჯანმრთელი ცხოვრების წესს იცავს. ყოველდღიურად 1,5 საათი ვარჯიშობს. არ მიირთმევს გლუტეინით მდიდარ საკვებს (ფქვილოვანი და რძის პროდუქტები), შაქარს, ხორცს.

ელიზაბეტ ჰარლი, 53 წლის


სილამაზის საიდუმლო: "სილამაზის მთავარი საიდუმლოა, იყო ბედნიერი". ლიზს აქვს რკინის წესი: ძილის წინ არასდროს ჭამს ბევრს, მუდმივად დადის ფეხით და ვარჯიშობს. ყავა ჯანჯაფილის ჩაით ჩაანაცვლა. რეგულარულად იკეთებს სახისა და სხეულის მასაჟს.

კორტნი კოქსი, 54 წლის


სილამაზის საიდუმლო: დღეში მინიმუმ ორ ლიტრ წყალს სვამს. იკეთებს შინაურულ ზეთოვან ნიღბებს. რეგულარულად სვამს მინერალებსა და ვიტამინებს.

შარლიზ ტერონი, 43 წლის


სილამაზის საიდუმლო: მისი მომხიბვლელობის საიდუმლოა იოგა და ველოსიპედი. არასდროს ირუჯება, თმის გასაშრობად არ იყენებს ფენს.

დემი მური, 55 წლის


სილამაზის საიდუმლო: დილას ლიმონიანი წყლით იწყებს. უმარილო დიეტასა და ვეგანობას მისდევს. კანის ახალგაზრდობისთვის კი დამატენიანებელ პროცედურებს იტარებს.

სოფია ვერგარა, 46 წლის


სილამაზის საიდუმლო: ტკბილეულს მხოლოდ 11 საათამდე მიირთმევს. ფიზიკურ აქტიურობას სალსის გაკვეთილებით ინაზღაურებს. სახლიდან არ გამოვა, თუ მსუბუქ მაკიაჟს არ გაიკეთებს: ტუშით, ტუჩის საცხისა და "რუმიანით".

კეიტ ბეკინსეილი, 45 წლის


სილამაზის საიდუმლო: ყოველდღიურად ვარჯიშობს. მიირთმევს მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. მისი აზრით, კვების ასეთი ფორმა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93