მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თვალისმომჭრელი ფოტო განათავსა, სადაც სექს-სიმბოლო საქორწინო კაბაშია გამოწყობილი.
ჯერ კიდევ უცნობია, მართლა გათხოვდა შორენა თუ ასე მხოლოდ კამერებისთვის იპოზიორა. გულშემატკივრისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ მსახიობმა ურთიერთობა მართლა გააოფიციალურა, რადგან ცნობილია, რომ ის რამდენიმე თვეა ირაკლი ნანაძესთან ერთად ცხოვრობს. მან ივლისში ბეგაშვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. ამან საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
შორენა ამ ამბების შემდეგ კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. ამჯერად ის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოს ქაშუეთის ეკლესიიდან. ის, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მისი დეკოლტე გაკიცხვის მიზეზი გახდა.
ფოტოს ქვემოთ ნახავთ უამრავ კომენტარს, სადაც შორენას ჩაცმულობას აკრიტიკებენ და უფლისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ისინი ბეგაშვილს უპასუხოდ არ დაუტოვებია:
„აბა, მორწმუნეებო, მოიქავეთ ენები ჩემს დეკოლტეებზე, თუ დარჩით კიდევ წმინდანები, ღრმად გადაწერილი პირჯვრით“, - წერს შორენა.
ერთგული გულშემატკივრები კუმირის სილამაზეზეც თამამად წერენ.