ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.
მან რამდენიმე თამამი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ფორმაშია ამჟამად.
თაყვანისმცემლებმა ნუკის ისიც უთხრეს, რომ მშვენივრად გამოიყურება და დაკლება საჭირო სულაც არაა. ნაწილი კი მის „ინსტაგრამზე“ წერს, თუ რომელი დიეტა სჯობს და რა სახის რეჟიმია უფრო ეფექტური.
„ნუკი მინაჟი? კიმ კოშკელიშვილი? თუ ცელულიტი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია? უმრავლესობის მოთხოვნით საცურაო კოსტიუმი “კუპალნიკი” გამოვიცვალე. აბა, ვარ შხვართი ამაში? ბევრი მწერს - “აბა დიეტას დავიწყებო და ერთად დავიკლოთო, რომ იძახდიო?!” მეგობრებო! ენტერო-ვირუსის მსხვერპლი გავხდი და ამიტომ ჯერ ვერაფერს ვერ ვიწყებ. ვცდილობ, რაც ჩამივა, ვჭამო, რომ რძე არ გამიშრეს. მალე დავიწყებთ რამე ჯანსაღ და ეფექტურ დიეტას და ერთად მივაღწევთ სასურველ წონას", - ასე ეხმაურება ნუკი მის გულშემატკივრებს.
„არანაირი დიეტა, უბრალოდ ენტერო-ვირუსი და ერთი დღე ძალიან ცუდად ყოფნა. მინუს 3 კილო. დასაფერთხი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ მცირე წინსვლა არის. გადავწყვიტე თავი ძალიან არ მოვიკლა და უბრალოდ ჯანსაღად ვიკვებო. ცხოვრებაში არ მქონია ტკბილეულის მიმართ სიყვარული, მაგრამ მას მერე, რაც ვაჭმევ ბავშვს, კბილების კრაჭუნამდე მინდა მხოლოდ ტკბილი!!!. აი, სწორად მაგასთან ბრძოლას ვაპირებ და ვნახოთ, რა გამოვა... გასაგებია, რომ ეს “ათ დღეში ათი კილო”-ს მსგავსი დიეტა არ არის, მაგრამ მოცემულ ვითარებაში მაწყობს.“
ახლახან ნუკიმ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ბათუმის ბულვარში შვილთან ერთად ცეკვავს.