"ქართული სენსაცია", "მსოფლიო ოპერის ანჯელინა ჯოლი" - ეს ეპითეტები მსოფლიოში აღიარებულ ქართველ საოპერო ვარსკვლავზე, ნინო მაჩაიძეზე ხშირად ისმის...
თბილისში ვიზიტის დროს, ქართველი სოპრანოს სიმღერით აღფრთოვანებულმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნინო მაჩაიძეს ასე მიმართა: "მე რომ ჩემი საქმე ისე მეკეთებინა, როგორც თქვენ შეძელით, დღეს ამერიკის პრეზიდენტი ვიქნებოდი".
ნინო მაჩაიძეს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. ერთ-ერთი წელს მიღებულია - საუკეთესო სოპრანოს ტიტული მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, მაჩაიძე აღიარებულია ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლად, შესაბამის ათეულში მან პირველი ადგილი დაიკავა. გარეგნულად ხშირად ამსგავსებენ მსახიობ ანჯელინა ჯოლის. ქუჩაში მიმავალიც უკვე შეეჩვია კომპლიმენტებს, როდესაც ცნობენ, მისკენ თითს იშვერენ და იძახიან: ანჯელინა ჯოლი მოდის, ნახეთ, როგორ ჰგავსო.
"ერთ-ერთ შეხვედრაზე პლასიდო დომინგომ მითხრა, ყველა ანჯელინა ჯოლის რომ გადარებს, კარგი რამ მოვიფიქრე: ანჯელინას კარგად ვიცნობ, ლოს-ანჯელესში სპექტაკლი "მარგალიტების მაძიებელნი" რომ გაიმართება, პრემიერაზე მოვიწვევ, მოვიდეს და ნახოს, ვინ უწევს კონკურენციას დედამიწაზეო... ასე რომ, რამდენიმე თვეში ანჯელინა ჯოლის პირადად გავიცნობ", - ამბობდა მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუში.
დავინტერესდით, მოხერხდა თუ არა მსოფლიოს ორი ულამაზესი ქალბატონის შეხვედრა და ამის გასარკვევად, ნინო მაჩაიძეს დავუკავშირდით:
განაგრძეთ კითხვა