სელებრითები

როგორ ატარებენ თაფლობის თვეს პარიზში ბერა და ნანუკა (ფოტო)

 როგორ ატარებენ თაფლობის თვეს პარიზში ბერა და ნანუკა (ფოტო)
პარიზი სიყვარულის ქალაქია, რომელიც შეყვარებულ წყვილებს ძალიან უყვართ. ეს კი სწორედ ის შემთხვევაა, როცა პარიზში საქართველოში ყველაზე ცნობილი წყვილები შეხვდნენ ერთმანეთს. ბერამ და ნანუკამ პარიზის ქუჩებში კახი კალაძე და ანუკი არეშიძე მოინახულეს.

ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზეც“ გაავრცელეს და სასიამოვნო კომენტარებმაც არ დააყოვნა. თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ფოტოზე ორი ულამაზესი წყვილია.

ამასთან, ბერამ და მისმა რჩეულმა სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობენ პარიზის ქუჩებში. ისინი ცდილობენ, რომ პარიზული მშვენიერებით მაქსიმალურად დატკბნენ, ინახულონ მეგობრები და პერსონალური ფოტოგრაფის მეშვეობით
საინტერესო, დასამახსოვრებელი ფოტოები გადაიღონ.




ბეჭდვა
e87a93