ვარსკვლავები, რომლებიც თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ

ვარსკვლავები, რომლებიც თაყვანისმცემლებზე დაქორწინდნენ
ყველა ფანი ნატრობს, რომ ვარსკვლავის ყურადღებას მიიქცევს, მის გვერდით ფოტოს გადაიღებს. დაოჯახებაზე კი იშვიათად ოცნებობს. თუმცა გამონაკლისებიც ხდება.
ელვის და პრისცილა პრესლები
პრისცილა 14 წლის იყო, როცა ელვისი გაიცნო. ფანატიკურად იყო მის მუსიკაზე შეყვარებული. წყვილი 1967 წელს დაქორწინდა, როცა პრისცილა 17 წლის გახდა. ერთი წლის შემდეგ მათ ლიზა-მარია გაუჩნდათ. 1973 წელს ისინი განქორწინდნენ.

ნიკოლას კეიჯი და ელის კიმი
ელისის გაცნობამდე ნიკოლასი ორჯერ იყო დაქორწინებული. ქალი კორეულ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. ვარსკვლავზე შეყვარებულმა კიმმა ავტოგრაფი სთხოვა, მან კი
- ტელეფონის ნომერი. წყვილი 2004 წელს დაქორწინდა, 2005 წელს ვაჟი გაუჩნდათ.

ადამ სენდლერი და ჯეკი ტიტონი
ჯეიკი დამწყები მსახიობი და ადამის ფანი იყო. ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს. ტიტონმა ადამის გამო იუდაიზმი მიიღო. ისინი 2003 წელს დაქორწინდნენ და ორი გოგონა გაუჩნდათ. ქმარმა ჯეიკი თავის რამდენიმე ფილმში გადაიღო.

ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი
ტრავოლტაზე შეყვარებულმა 16 წლის გოგონამ დაიფიცა, რომ მისი ცოლი გახდებოდა. 13 წლის შემდეგ ერთმანეთს ფილმ "ექსპერტების" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და 2002 წელს დაქორწინდნენ.

კონან ო’ბრაიანი და ლიზა პაუელა
ცნობილ ტელეწამყვანს ლიზა ერთი ნახვით შეუყვარდა, როცა გოგონა მის შოუზე მივიდა. წყვილი 2002 წელს დაქორწინდა.

ჯესიკა ალბა და კეშ უორენი
კეში პროდიუსერის დამხმარე და ჯესიკაზე უზომოდ შეყვარებული იყო. ერთმანეთი ფილმ "ფანტასიკური ოთხეულის" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მას არც კი სჯეროდა, რომ ვარსკვლავის ყურადღებას მიიქცევდა და ცოლად მოიყვანდა. ახლა მათ ორი შვილი ჰყავთ.

ჯულია რობერტსი და დენი მოდერი
ცნობილი ლამაზმანის გული უბრალო ოპერატორმა დაიპყრო. ერთმანეთს ფილმ "მექსიკელის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.

ფერგი და ჯოშ დუჰამელი
ჯოში ფერგიზე 2004 წლიდან იყო შეყვარებული. ერთმანეთი სერიალ "ლას-ვეგასის" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, 2009 წელს კი დაქორწინდნენ.

ენ ჰეტეუეი და ადამ შულმანი
ადამი დამწყები მსახიობი და იუველირია. ენზე შეყვარებულმა მეგობრებს მისი გაცნობა სთხოვა. 2011 წელს წყვილი დაქორწინდა.

მეთ დეიმონი და ლუსიანა ბაროზო
ლუსიანა მსახიობზე შეყვარებული იყო. ერთხელ კი მაიამის რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბაროზო მიმტანად მუშაობდა. ვარსკვლავი თაყვანისმცემლებისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იგი ლუსიანამ უკანა გასასვლელიდან გააპარა. 2003 წელს ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და 2005 წელს იქორწინეს.

რიზ უიზერსპუნი და ჯიმ ტოტი
რიზზე შეყვარებული ჯიმი კასტინგ-მენეჯერია. იგი იმ სააგენტოში მუშაობს, სადაც უიზერსპუნი ირიცხება. წყვილი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულია და ბედნიერად ცხოვრობს.

ტარკანი და პინარ დილექი
თურქმა მომღერალმა მომავალი ცოლი თავის კონცერტზე გერმანიაში გაიცნო. პინარი ვარსკვლავს კულისებში შეუვარდა. მომღერალს თამამი ფანი მოეწონა. რამდენიმე თვეში მათი რომანის შესახებ გავრცელდა ამბავი. 2016 წელს იქორწინეს და ახლა პატარა ბიჭუნას ზრდიან.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30