მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა და მისი რჩეული ბორისლავ მილანოვია.
ბორისლავი ბულგარეთში საკმაოდ წარმატებული პროდიუსერი და მუსიკოსია.
ამბობენ, რომ თაკომ საყვარელი ადამიანი „ევროვიზიაზე“ გაიცნო. ბორისლავი სწორედ იმ დროს იყო „ევროვიზიის“ ჟიურის წევრი, როდესაც თაკო იღებდა მონაწილეობას.
წყვილმა ბევრი სასიამოვნო მილოცვა მიიღო. როგორც ჩანს, ბორისლავ მილანოვის მიღწევების შესახებ ქართველებსაც აქვთ ინფორმაცია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ისიც თქვა, რომ თაკოს უმაგრესი მეუღლე ჰყავს, რომელმაც ბულგარეთს დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს კომენტარი გასაკვირი არც არის, რადგან ჩვენ ახლა იმ ადამიანზე ვსაუბრობთ, ვისაც ჯენიფერ ლოპესთან, შაკირასა და სხვა უზომოდ პოპულარულ მომღერლებთან უთანამშრომლია.
თაკო და მისი რჩეული სიყვარულის ქალაქს - პარიზს ესტუმრნენ და რომანტიკულმა ფოტოებმაც არ დააყოვნა.
ახლახან თაკოს დამ, ნინო გაჩეჩილაძემ ახალდანიშნული წყვილის ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა დაურთო: „ჩემი ფავორიტი წყვილი“. ნინო ძალიან ბედნიერია და კომენტარებში იმასაც წერს, რომ მის სიძეს გარეგნულად ჯონ სნოუს ამსგავსებენ.