15 ბრენდული კაბა ია ფარულავას გარდერობიდან - ნახეთ, რა ღირს მსახიობის სატელევიზიო სამოსი

15 ბრენდული კაბა ია ფარულავას გარდერობიდან - ნახეთ, რა ღირს მსახიობის სატელევიზიო სამოსი
"დოლ­ჩე გა­ბა­ნას" მო­დის სახ­ლის 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა კი­დევ ერთხელ იყო დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ასა­კი მხო­ლოდ ციფ­რე­ბია და ქალი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს მომ­ხიბ­ვლე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი.
ჩვე­ნე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 90-იანი წლე­ბის სუ­პერმო­დე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ბრენ­დი დღემ­დე არ ღა­ლა­ტობს. პო­დი­უმ­ზე ვი­ხი­ლეთ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში მყო­ფი ევა ჰერ­ცი­გო­ვა, კარ­ლა ბრუ­ნი და ჰე­ლე­ნა კრის­ტენ­სე­ნი. მათ­თან ერ­თად ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და 53 წლის ქალღმერ­თი - იტა­ლი­ე­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი და ფო­ტო­მო­დე­ლი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი. ეს ტენ­დენ­ცია ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში რომ გად­მო­ვი­ტა­ნოთ, ჩვენც გვყავს ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში
რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ხი­ლავ­დით ამ ჩვე­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლია.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა რომ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია და თა­ვის ასაკ­თან შე­და­რე­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ეს უკვე არა­ვის­თვი­საა უცხო (თუმ­ცა, რო­მელ ასაკ­ზე ვსა­უბ­რობთ - ია აცხა­დებს, რომ 39 წლი­საა და შემ­დე­გი ასი წელი აღარ მო­ე­მა­ტე­ბა ასა­კი. მთა­ვა­რია, შე­სა­ხე­და­ო­ბა ამის თქმის უფ­ლე­ბას აძ­ლევს), მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ჩაც­მუ­ლო­ბა. მსა­ხი­ო­ბი, რო­გორც წესი, ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ სა­მოსს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მის გარ­დე­რობ­ში ჭარ­ბობს dolce gabbana-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-ის, Prada-ს, MIU MIU-სა და სხვა ბრენ­დე­ბის სა­მო­სი. ამ­ჯე­რად ჩვენ მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­მოს­ზე შე­ვა­ჩე­რეთ ყუ­რა­დღე­ბა, და­ვინ­ტე­რეს­დით იმ ტან­საც­მლით, რო­მე­ლიც ია ფა­რუ­ლა­ვას ყო­ველ ორ­შა­ბათს გა­და­ცე­მა "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აც­ვია.

Reitingi.ge მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და და რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა და­უს­ვა:
- რაც იტყვით თქვენს ულა­მა­ზეს კა­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეკ­რან­ზე გაც­ვი­ათ, იქ­ნებ გაგ­ვიმ­ხი­ლოთ მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

- ის სა­მო­სი, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე მაც­ვია, სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი ბრენ­დეის კო­ლექ­ცი­ე­ბი­და­ნაა. ძი­რი­თა­დად, 2017 და 2018 წლის კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან. ხში­რად შე­მი­ძე­ნია კაბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემს გე­მო­ზე გა­და­მი­კე­თე­ბია მკე­რა­ვის დახ­მა­რე­ბით. მთა­ვა­რია, მო­იხ­დი­ნო სა­მო­სი, ხოლო თუ რა­მის შეც­ვლა მინ­და და ვიცი, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, გა­და­კე­თე­ბებს არ ვე­რი­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ცუდ ტო­ნად მი­მაჩ­ნია. სხვა­დას­ხვა დროს არა­ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს ბევ­რჯერ მით­ქვამს და ახ­ლაც უნდა გა­ვი­მე­ო­რო.

თა­ვად ია ფა­რუ­ლა­ვამ კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დე­ბი­სა და მათი ფა­სე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ, თუ რო­მე­ლი ბრენ­დის, რო­მე­ლი კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა მისი სა­ეკ­რა­ნო გარ­დე­რო­ბი შემ­დგა­რი და რა არის მისი ტან­საც­მლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა:

ეს ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი კაბა "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" 2018 წლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2500 $-ს შე­ად­გენს.

"დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" ორე­უ­ლი 2017 წლის კო­ლექ­ცი­ი­დან, ფასი - 1500 $.

ეს ულა­მა­ზე­სი კაბა კი „გუ­ჩის“ მო­დის სახ­ლს ეკუთ­ვნის. ის მუდ­მი­ვი კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა და მისი ღრე­ბუ­ლე­ბა 3800$-ია.

ნა­ხეთ სრუ­ლად მსა­ხი­ო­ბის კა­ბე­ბის კო­ლექ­ცია და ფა­სე­ბი
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30