როგორ შეიცვალა ქართველი ცნობილი ქალების სხეული მშობიარობის შემდეგ (ფოტო)

როგორ შეიცვალა ქართველი ცნობილი ქალების სხეული მშობიარობის შემდეგ (ფოტო)
დედობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. საბოლოო ჯამში, სასიამოვნოდ მოსაგონებელი, ემოციური და ბედნიერი პროცესია ფეხმძიმობაც, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, თუმცა, ორსულობის დროს მომატებული კილოგრამებისა და ცელულიტების მოშორება ხშირად დამღლელი და დამთრგუნველია.
ზოგი მარტივად ახერხებს ფორმაში ჩადგომას, ზოგს დიდი დრო და ენერგია სჭირდება ამისთვის, თუმცა მთავარია, არ დანებდეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ, რადგან თქვენ დედები ხართ და ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს.

მოდით, ვნახოთ, როგორ შეიცვალა ქართველი ცნობილი ქალების სხეული მშობიარობის შემდეგ:

ნუკი
კოშკელიშვილი




ნუკი კოშკელიშვილს 27 ივნისს შეეძინა ბიჭი ამერიკელი მეუღლისგან, ბენისგან. ფეხმძიმობა 10 თვე გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ნუკი სოცქსელის საშუალებით აქტიურად უზიარებდა გულშემატკივრებს სიახლეებსა და ემოციებს. ორსული ნუკის შიშველი ფოტოები დიდხანს იყო განხილვის ობიექტი საზოგადოებაში. ოლივერ ნიკოლოზ ჰაიმის დაბადების შემდეგ ნუკიმ დიეტა დაიწყო. ფიგურის ცვლილებასა და მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლის პროცესზე კოშკელიშვილი დღემდე წერს პოსტებს "ინსტაგრამზე". ბოლო პოსტი მან დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ახალ დიეტაზე წერს. ტელეწამყვანი 67 კილოა.

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ის ბევრს ვარჯიშობს და ყოველთვის ზრუნავს გარეგნობაზე. მოდელის ნავარჯიშებ სხეულს დიდხანს არ ეტყობოდა ფეხმძიმობის ნიშნები. ამით ისარგებლა ვარსკვლავმა და ყველასთვის მოულოდნელად გამოაქვეყნა მოშიშვლებული, წამოზრდილი მუცლით გადაღებული ფოტოები. თამომ ორსულობის დროს 10 კილოგრამი მოიმატა და მალევე დაემშვიდობა მომატებულ კილოგრამებს. ის ტკბილეულს, ცომსა და გაზიან სასმელებს არ იღებდა ფეხმძიმობის პერიოდში და აქტიურად განაგრძობდა ვარჯიშს. როგორც მოდელი ამბობს, მშობიარობის დღესაც ივარჯიშა. ბავშვი 4.1 კგ დაიბადა.






ანუკი არეშიძე


ანუკი არეშიძემ მეოთხე შვილზე ორსულობის დროს 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა მაინც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. დიზაინერმა მშობიარობის შემდეგ მალევე გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" პოსტი, რომლის მიხედვითაც მას 15 კგ დარჩა დასაკლები. ანუკი, ზედმეტი კილოგრამების მიუხედავად, თავს არ არიდებს ახალი ფოტოების გადაღებას და "ინსტაგრამის" მიმდევრებიც ანებივრებენ კომპლიმენტებით.




ნინი ონიანი

ნინი ონიანმა ორსულობის შემდეგ 17 კილოგრამი 3 თვეში დაიკლო. როგორც მოდელი ამბობს, ამ შესაშურ შედეგს სწორი კვების დამსახურებით მიაღწია. "არ გამაგონოთ "ვერ ვხდები", "ორსულობის შემდეგ ვეღარ დავიკელი"; "პურს არ ვჭამ და რა მასუქებს არ ვიცი ..." (რა გასუქებს და ნამცხვარი). 3 თვის წინ 73 კილო ვიყავი... არც მიშიმშილია და არც მიდიეტია.. სწორად იკვებეთ. მონდომებაა მთავარი და საკუთარი თავის პატივისცემა ...! პ.ს. -2 კგ დამრჩა...“- წერს ონიანი.



რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილი ფეხმძიმობის დროს შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის აქტიურად განაგრძობდა კამერების წინ მუშაობას. მსახიობს მშობიარობის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე ფეხმძიმობის კვალიც კი არ ეტყობოდა. “აი, რა ეტყობა ამას, რომ ახლახან იმშობიარა?! “, “ულამაზესია”, - უწერდნენ კომენტარებში.

ნინი ნებიერიძე

ბიზნესმენ თემურ უგულავას და ცნობილ ქართველ მოდელ ნინი ნებიერიძეს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ტოკიო დაარქვეს.
წყვილმა 2015 წელს იქორწინა, მაშინ, როცა ნინი 19 წლის იყო. ბიზნესმენი მასზე 29 წლით უფროსია. მათ წლინახევრის ვაჟი თემურ ჯუნიორიც ჰყავთ.







FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
.,.,
უცნობილესი ქალბატონები.
14:50 / 07-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30