"დღემდე არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან..." - რატომ არ შიშვლდება კამერების წინ ქეთა თოფურია (ფოტო)

 "დღემდე არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან..." - რატომ არ შიშვლდება კამერების წინ ქეთა თოფურია (ფოტო)
ქეთა თოფურია თავის გულშემატკივრებს ხშირად ანებივრებს ახალი ფოტოებით, რომლებსაც "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა საწოლში გადაღებული სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა და  შემდეგი წარწერა დაურთო: „ვერ ვიტან მარტო ძილს“. ამ სიტყვებმა ქალბატონებს ღიად საუბრის სურვილი გაუჩინა და ბევრი საჯაროდაც აფიქსირებდა აზრს, თუ რატომ არ მოსწონთ მარტო ძილი და პირიქით.  
ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ქეთას უხერხული კომენტარი დაუტოვა: „ჰოდა გუფისთან დაიძინე“...
- "საინტერესოა, ფოტოს ვინ იღებს?"; - "თქვენი სიმღერები მოგვწონს, მაგრამ რაში გვაინტერესებს თქვენი სხეულის ანატომია?" და
ა.შ...

მომღერალი არაერთხელ ყოფილა კრიტიკის ობიექტი. სწორედ ამიტომ, როდესაც შვილის - ოლივიას სურათებს აქვეყნებს, ხშირად პოსტს კომენტარების ფუნქციას უთიშავს.

ამჯერად, მომღერალმა ახალ ფოტოზე ზურგი მოიშიშვლა და დაწერა: "დღემდე არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან - უნდათ ჩემთან ფოტო, მაგრამ მე არ ვიღებ ფოტოებს შიშველი. მაქსიმუმი, რაზეც წამსვლელი ვარ - ვაჩვენო ჩემი ლამაზი ზურგი. მახსოვს, ერთხელ ყვითელი გაზეთისთვის ვიღებდით. გარეკანზე მე შიშველი, ზურგით უნდა ვყოფილიყავი. გადაღების დროს ისინი მეუბნებიან - ქეთი, მოდი 2 კადრი წინიდანაც გადავიღოთ. შენ მკერდი ხელებით დაიფარე. თუ არ მოგეწონება, ჩვენ რა თქმა უნდა, შენი ნებართვის გარეშე არაფერს დავბეჭდავთ... - როგორ ფიქრობთ? ისინი აგზავნიან ფოტოსესიას, ჩვენ ვირჩევთ ფოტოს გარეკანისთვის, და ტრადადა დამ... გამოდის, ჟურნალი და მე ანფასში ვარ. მიყვარს სიყვითლე. საქმე შიშველ ფოტოებშიც არაა. უცხოურ ჟურნალებს რომ გადახედოთ, იმათი შიშველი ფოტოები ისე გამოიყურება, როგორც fashion გადაღება, ჩვენთან კი საშინელი გარყვნილებაა, მაგრამ ჟურნალი ხომ უნდა გაიყიდოს, მესმის... "




პირადი ცხოვრების გარდა, მის ჩაცმულობასაც მუდმივად განიხილავენ და სხვადასხვა კუთხით აფასებენ. ბოლო დროს, ქეთა მაღალქუსლიან ჩექმებს ანიჭებს უპირატესობას და მსგავსი სტილის ლუქებით საზოგადოებაში ხშირად ჩნდება. ქეთას სტილი ბევრი გოგონასთვის მისაბაძი მაგალითია, რაც მის ფოტოებზე არსებული შეფასებებიდანაც კარგად ჩანს.








FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი