ქართველი ქალები, რომლებიც მკერდის გამოჩენას არ ერიდებიან (+ ფოტო)

ბიუსტჰალტერის ტარებას მამოლოგები რეკომენდაციას არ უწევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის შანსებს ზრდის.
მკვლევარებმა სიდნი როს სინგერმა და სომა გრისმაიერმა, სუსტი სქესის 4 000-ზე მეტი წარმომადგენელი გამოჰკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ქალების 75%, რომლებიც ღამე ბიუსტჰალტერის მოხსნის გარეშე იძინებდნენ, სიმსივნით დაავადდნენ.

ყოველი მეშვიდე ქალი, რომელიც ბიუსტჰალტერს დღეში 12 საათზე მეტხანს ატარებს, სიმსივნით დაავადდა. ხოლო ქალებიდან, რომლებიც, ძირითადად, ლიფს არ იკეთებენ, 168-დან მხოლოდ 1 ავადდება.
გარდა ამ სტატისტიკებისა, ბოლო დროს ლიფი არც ისე ტრენდულად მიიჩნევა.
მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ნაწილი თავს ბევრად უფრო კომფორტულად და მიმზიდველად მიიჩნევს მის გარეშე. ზოგი უბრალოდ თვლის, რომ თუ ბუნებამ (ან იქნებ ქირურგმა) ლამაზი მკერდი უბოძა, მას მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოს. გთავაზობთ ქართველი ქალების რეიტინგს, რომლებსაც მკერდის გამოჩენა უყვართ.

მერსი სულხანიშვილმა პროფილში გამჭირვალე პერანგითა და მოშიშვლებული მკერდით განაცხადა, რომ აპირებდა ამ ტენდენციის მოდის სახლებიდან თბილისის ქუჩებში შემოტანას. მან კოკო შანელის სიტყვები მოიშველია: „მოდა, რომელიც ქუჩამდე ვერ აღწევს, არ არის მოდა“.




შორენა ბეგაშვილი პოპულარული სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც ის პირველად გაშიშვლდა „პლეიბოის“ ჟურნალისთვის. სექსსიმბოლო თავად არ აღიარებს, თუმცა პრესაში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ მისი მკერდის მომხიბვლელობა ქირურგის დამსახურებაა. შორენა ბეგაშვილს მკერდი ექიმების გადაცემაში გაუზომეს და აღმოჩნდა, რომ მისი ზომაა 4.

თამო ვაშალომიძის იარაღიც მისი მომრგვალებული ფორმები იყო შოუბიზნესში გამოჩენის დღიდან და კვლავ ასეა, იმის მიუხედავად, რომ მოდელმა ზედმეტი კილოგრამები დაიკლო და კუნთები გაიმკვრივა.




მულატკა პოპულარული რეალითი-შოუდან “ჯეო-ბარი”გახდა. ის განსაკუთრებით აქტუალური სახე იყო იმ პერიოდში, როცა ჟურნალ "პლეიბოისთვის" გაიხადა.


ნუკი კოშკელიშვილი პირველად რეიტინგის ასამაღლებლად გაშიშვლდა, ამას თავადაც აღიარებს. მისი პირველი შიშველი ფოტოსესია მამუკა კიკალიშვილს ეკუთვნოდა. დიდი ყურადღებისა და განხილვის ობიექტი იყო ასევე ორსული ნუკი კოშკელიშვილის შიშველი ფოტოებიც.



ქეთა თოფურია ძირითადად თამამი ფოტოებით "ინსტაგრამის" გამომწერებს ანებივრებს. როცა პირველად გაიხადა წელს ზემოთ მომღერალმა, გულშემატკივრები გაუნაწყენდნენ, ის გააკრიტიკეს. ერთხელ ქეთას შიშველი ფოტო, რომელზეც მკერდს ხელებით იფარავს, ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.

თინა მახარაძესაც მეტად გულგრილი დამოკიდებულება აქვს ბიუსტჰალტერების მიმართ, მერსი სულხანიშვილის მსგავსად. ის ძირითადად სკანდალურ ფოტოებს სოცქსელებში ავრცელებს. პოპულარულია სურათები, რომლებზეც შიშველი მსახიობი შეყვარებულთან ერთად პოზირებს.



დიდი გამოხმაურება მოჰყვა შვეიცარიული საათების ბრენდის რეკლამას, რომელშიც თბილისის ქუჩებში კრისტი ყიფშიძე საცვლების ამარა მიაბიჯებს. მოდელი ხშირად პოზირებს კამერების წინ ნახევრად შიშველი ან შილიფად ჩაცმული. ცოტა ხნის წინ კრისტიმ მკერდი მოიშიშვლა.


ალექსანდრა პაიჭაძეც ხშირად ანებივრებს საზოგადოებას თამამი, გამომწვევი სურათებით, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მისი კაბა იყო თბილისის მოდის კვირეულზე, რომელშიც მას შიშველი მკერდი მოუჩანდა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93