რა ხდება ანჯელინა ჯოლისა და კიანუ რივზს შორის?

რა ხდება ანჯელინა ჯოლისა და კიანუ რივზს შორის?
Gossip Cop-ის გამოცემამ, რომლის სათავო ოფისიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ამჯერად ანჯელინა ჯოლისა და კიანუ რივზის ურთიერთობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. წყაროს ცნობით, ანჯელინა, რომელიც ორი წლის წინ ბრედ პიტს დაშორდა, ამჟამად სწორედ რივზს ხვდება და ცდილობს, ურთიერთობა არ გაასაჯაროვოს.

მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გავრცელდა, როცა ადგილობრივების ცნობით, წყვილი საბერძნეთში ერთად იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ანჯელინა ჯოლიმ რივზი მას შემდეგ გაიცნო, რაც ლოს-ანჯელესში კიანუს დედის მეზობლად სახლი იყიდა, რომელშიც შვილებთან ერთად ცხოვრობს.


„მათ ერთად არასდროს
უმუშავიათ და იქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. კიანუ დედას აღმერთებს და ხშირად სტუმრობს მას“
- აღნიშნულია სტატიაში. დაათვალიერეთ ფოტოები


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93