ვინ არიან ყველაზე სასურველი ქართველი ქალები, მამაკაცების აზრით?

ვინ არიან ყველაზე სასურველი ქართველი ქალები, მამაკაცების აზრით?
ქართულ სილამაზეს არც ერთ ეპოქაში არ აკლდა თაყვანისმცემლები და ხოტბა. "საქართველოს ქალს ვახასიათებ, როგორც ექსტრემალურად ულამაზესს მთელ მსოფლიოში, აქ ადამიანს ყველაზე მეტი მოთმინება სჭირდება, რათა მათი სილამაზის გამო ცდუნება და კონტროლის დაკარგვა ძალიან ადვილია!" - წერდა ცნობილი მოგზაური ჯუზეპე გიუდისი ქართველ ქალებზე. ამჯერად, ჩვენ ქართველი კაცები გამოვკითხეთ და როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ყველაზე სასურველი ქალების ხუთეული ასე გამოიყურება:

ჯანეტ ქერდიყოშვილს 2011 წელს მიენიჭა "მის საქართველოს" ტიტული. ჯანეტმა "მის სამყარო 2015"-ზე წარადგინა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზმანმა დიდი
პოპულარობა მოიპოვა სოცქსელში და მას უცხოური მედიაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, სამწუხაროდ, ის ტოპ-15 კონკურსანტს მიღმა აღმოჩნდა. თუმცა ბევრი ქართველი მამაკაცი მას კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ასახელებს.


ხატია ბუნიათიშვილი
რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. სექსუალურ პიანისტს არც ისე დიდი ხნის წინ რომანი ჰქონდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ორლანდო ბლუმთან. ხატიას, გარდა სექსუალური მკერდისა, აქვს ერთგვარი ინტელექტუალური ქარიზმა, რომლის დამსახურებითაც ის თავისდაუნებურად ყოველთვის ახერხებს, იყოს მამაკაცების ყურადღების ეპიცენტრში.


ია ფარულავასთვის კი ჰოლივუდი უკვე რა ხანია შორეულ მოგონებად იქცა. 1987 წელს მოსკოვში ფესტივალის პრეზიდენტად მოწვეულმა დე ნირომ კინოფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.


მაკა ასათიანი 90-იანი წლების ქართულ შოუბიზნესსა და მოდაში ძალიან აქტუალური პერსონა იყო. ის მედიასთან და პრესასთან არ ურთიერთობს, თუმცა მაინც ყველას ახსოვს, როგორც ქართულ შოუბიზნესში ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი.


შორენა ბეგაშვილს ყველაზე სექსუალურ და სასურველ ქალად მიიჩნევენ ქართველი მამაკაცები. შორენას პარტნიორი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი ნანაძეა. მსახიობი გატაცებულია ფიტნესით. ის "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად ანებივრებს სექსუალური ფოტოებით.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93