რა საერთო აქვთ შორენა ბეგაშვილსა და კიმ კარდაშიანს? - Google-ში ყველაზე "სერჩვადი" ვარსკვლავები

რა საერთო აქვთ შორენა ბეგაშვილსა და კიმ კარდაშიანს? - Google-ში ყველაზე "სერჩვადი" ვარსკვლავები
როგორც აღმოჩნდა, Google-ში ყველაზე "სერჩვადი" ვარსკვლავები კიმ კარდაშიანი და შორენა ბეგაშვილი არიან. ანუ ცნობილი ადამიანები, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ეძებენ Google-ში კიმ კარდაშიანია, ხოლო ის, ვისაც ყველაზე ხშირად ეძებენ საქართველოში - შორენა ბეგაშვილი. ორივე სექსსიმბოლოებად არიან აღიარებული. ამ ორს შორის, სხვა ბევრი მსგავსებაც შეიძლება აღმოაჩინო:

ასე, მაგალითად:

კიმ კარდაშიანი და შორენა ბეგაშვილი ერთმანეთს ჰგვანან კანისა და თმის ფერებით, ორივე შავგვრემნები არიან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანს კავკასიური გარეგნობა აქვთ. დიახ, არაფერი მოგესმათ, კიმ კარდაშიანი ხომ
წარმოშობით სომეხია?! კიმმა ბევრჯერ სცადა გარეგნობის შეცვლა, თუმცა ყველაზე მეტად, თმის ბუნებრივი ფერი მოუხდა. შორენა ბეგაშვილი კი განსხვავებული თმის ფერით არავის ახსოვს.

შორენა ბეგაშვილი და კიმ კარდაშიანი, ორივე სექსუალური უკანალით გამოირჩევა. კიმ კარდაშიანმა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ თავისი მრგვალი ფორმების წყალობით მოიპოვა. ის არ მალავს, რომ თავისი სხეულის უმეტესი ნაწილი პლასტიკური ჩარევით აქვს შელამაზებული. რეალითი შოუში კიმმა აღიარა, რომ ყველა ნაწილის გადიდება საკუთარი სურვილით არ მომხდარა, ასე მაგალითად, უკანალი ავადმყოფობის გამო გაიკეთა, რადგან მას ფსორიაზი აწუხებდა, მკურნალმა ექიმმა კი ურჩია, რომ ინექციის გაკეთებით თავს აარიდებდა ამ ავადმყოფობის მავნე ზეგავლენას ვიზუალზე. ბეგაშვილი ხშირად გვანებივრებს მოშიშვლებული უკანალის ფოტოებით.


ორივეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მოდა, ტანსაცმლის მაღაზიები და "ბუტიკები". კიმის ერთ-ერთი პოპულრული რეალითი შოუა „კორტნი და კიმი ნიუ-იორკს იპყრობენ,” რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს კიმის მიერ გახსნილი ბუტიკი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში რეალურ დროში. კიმის ბუტიკების ქსელი კალიფორნიასა და ფლორიდაში ფუნქციონირებს და ძირითადად საიუველირო ნაწარმით და ქალებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარით ვაჭრობს. გარდა ბუტიკების ქსელისა, კიმ კარდაშიანი დებთან ერთად ფლობს ტანსაცმლის ხაზს – „ქე-დაშს”, ასევე, ისინი არიან მოდური ტანსაცმლის ბრენდის – „ბებეს” დიზაინერები. შორენა ბეგაშვილს არ აქვს ბუტიკების ქსელი და არც დიზაინერია, თუმცა ის საქართველოში პოპულარული არაერთი ბუტიკის სახეა.



ანალოგიური სიტუაციაა კოსმეტიკასთან დაკავშირებით. კიმ კარდაშიანი პარფიუმერიითა და კოსმეტიკით არის დაინტერესებული და 2010 წლიდან კოსმეტიკური მაღაზიათა ქსელის – „სეფორას” მაღაზიებში სუნამოები „კიმ კარდაშიანი”, „გოულდი” და რუჯის მისაღები კრემი – „კარდაშიან გლამურ თენი” იყიდება. შორენა ბეგაშვილსაც ძალიან მოსწონს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ბეგაშვილი არ ფლობს კოსმეტიკურ მაღაზიათა ქსელს, არც მისი სახელწოდების სუნამო გამოსულა ჯერ-ჯერობით, თუმცა სექსსიმბოლო ხშირად არეკლამებს ბრენდულ პარფიუმერულ საშუალებებს.




კიმ კარდაშიანსა და შორენა ბეგაშვილს, ორივეს აქვთ შიშველი ფოტოები გადაღებული „ფლეიბოისთვის". კიმი 2007 წელს სექსუალურ სკანდალში გაეხვია, როცა გავრცელდა ეგრედ წოდებული საოჯახო პორნო, რომელშიც კიმი სექსით იყო დაკავებული თავის იმჟამინდელ „ბოიფრენდთან“, მომღერალ რეი ჯეისთან. ვიდეო ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა კიმის პოპულარობაში. სწორედ ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაინტერესდნენ კიმით სხვადასხვა საგამომცემლო სახლები და დაიწყო კიმის შიშველი ფოტოსესიები. შორენა ბეგაშვილი კი, შეიძლება ითქვას „ფლეიბოის” დამსახურებით გახდა პოპულარული.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნანა
შორენამდე ბევრი უკლია კიმს სილამაზით...!
10:13 / 12-11-2018
გამოხმაურება / 0 /
გაიხარეთ
როგორ მაინტერესებდა
13:35 / 11-11-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93