"ბოლო დღეებია ვიძინებ მშვიდად" - რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ნინი ქარსელაძეს ცხოვრება

 "ბოლო დღეებია ვიძინებ მშვიდად"  - რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ნინი ქარსელაძეს ცხოვრება
ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. მისი შესრულებით მაყურებელს ყველაზე კარგად 2000-იანი წლების ჰიტი "გული ელოდება" დაამახსოვრდა, რომელსაც ჯგუფ " ქუჩის ბიჭებთან" ერთად მღეროდა.
სიმღერა კვლავ პოპულარულია. აქტუალობას არც მისი შემსრულებლები კარგავენ. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნინი ქარსელაძე მოექცა. როგორც თავად ამბობს, ამჯერად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.

აგრესია გამოიწვია აღნიშნული სიმღერის სალომე ზურაბიშვილისადმი მიძღვნილ აქციაზე შესრულებამაც. "მთელი ბავშვობა ტყუილში გვიცხოვრია", - წერდნენ ფეისბუქმომხმარებლები.


ჯგუფმა და ნინიმ სიმღერა "გული
ელოდება"
2017 წელსაც ერთ-ერთ კონცერტზე იმღერეს და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.


"ბოლო დღეებია ვიძინებ ძალიან მშვიდად და ტკბილად. მე კიდევ არ მცოდნია, როგორ ჰყვარებია ეს სიმღერა ჩვენს მაყურებელს", - აღნიშნა მაშინ ნინიმ.

ქარსელაძე საკუთარ მაყურებელსა თუ გულშემატკივარს ყოველთვის აფასებდა. ეს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს:

"სცენაზე დგომა, მაყურებლის ტაში, მსმენელის სიყვარული და სითბო - ამ ყველაფერს რომ შეიგრძნობ, ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია", - თქვა მან ერთ-ერთ გადაცემაში.


სამწუხაროდ, დღეს ის საზოგადოების დიდი ნაწილისგან მხოლოდ ცინიზმსა და ბულინგს იღებს. განსხვავებით პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მისადმი უთუოდ დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი.

დღეს ნინი ქარსელაძე კალაძის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ეკა ბესელიასგან თავზე კოცნაც დაიმსახურა.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დიანა
დალოცვილი იყავი ლამაზი და კეთილი გოგო. სიმართლის მთქმელი ცხენს უნდა მიაჭენებდესო-ნათქვამია. რას ერჩიან ამ ანგელოზ ბავშვს, მათგან განსხვავებული აზრი რომ თქვა რომელსაც საქართველოს დიდი ნაწილი იზიარებს? უბრალოდ მას გამბედაობა ეყო ამის სათქმელად. გაიხარე ნინი იმრავლოს შენისთანებმა.
16:44 / 04-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93