სოფიკო შევარდნაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილია. ის დაიბადა თბილისში, თუმცა უკვე წლებია რუსეთში მოღვაწეობს და წარმატებული კარიერა აქვს.

ბაბუა და შვილიშვილი

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ. თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა...

ლევან კოღუაშვილი

მოგვიანებით სოფო შეხვდა რუს მსახიობს, ალექსეი ჩადოვს და მას შემდეგ თავისი ცხოვრება წარმართა შოთა რუსთაველის იდეოლოგიით - "სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა"...

ალექსეი ჩადოვი

თუმცა, მოგვიანებით, როცა 2017 წლის ზაფხული სოფიკომ სამშობლოში გაატარა, ქართული მედიის ყურადღება მიიქცია და მალე გაირკვა მისი საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტის მიზეზი. ის შეყვარებული იყო ქართველ მარკეტოლოგზე, გიორგი ამირანაშვილზე.