რაში ხარჯავს ჯონი დეპი თვეში ორ მილიონ დოლარს? - Marao

რაში ხარჯავს ჯონი დეპი თვეში ორ მილიონ დოლარს?

2018-12-12 19:55:09+04:00

საბუღალტრო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯონი დეპი თვეში 2 მლნ $-ს ხარჯავს. აქედან 30 000 $-ს მარტო ღვინოში.

”მისტერ დეპი ძალიან ექსტრავაგანტულ ცხოვრების სტილს მისდევს. არც არის გასაკვირი, რომ ეს მას ძალიან ძვირი უჯდება” - ამბობს ფინანსური კომპანიის ადვოკატი.

ის ყოველთვიურად 200 000 $-ს იხდის კერძო თვითმფრინავის მომსახურებაში, 150 000 $-ს დაცვის ანაზღაურებაში და კიდევ 300 000 $-ს - მოახლეებზე. შტატში მას 40 ადამიანი ჰყავს.

Image result for johnny depp gif

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს მსახიობს რამდენიმე მსხვილი ხარჯიც ჰქონდა.

3 მლნ $ დაეხარჯა მისი მეგობრის, ჰანტერ ტომპსონის ფერფლის გაფანტვაზე, რომელიც ზარბაზნიდან გაასროლინა, რითაც მწერლის უკანასკნელი სურვილი შეასრულა.

Image result for johnny depp gif

ამას გარდა, დეპმა იყიდა იახტა 18 მლნ $-ად და 14 სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი, რომელთა საერთო ღირებულება 75 მლნ $- ს შეადგენს.