ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არსებობდნენ. ზოგი ამაში გარკვეულ ინვესტიციას დებს, ზოგს კი ნახატები საზოგადოებაში სტატუსის ასამაღლებლად და თავის მოსაწონებლად სჭირდება.
არიან უბრალოდ მოყვარულებიც. რთული გასარკვევია, თუ რა მიზეზით აგროვებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ნახატებს, მაგრამ ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანის კოლექციები რამდენიმე მილიონ დოლარად ფასობს.
ამ ექვს ვარსკვლავზე ბევრი რამ იცით, მაგრამ შესაძლოა, გამოგრჩათ, რომ მათ სახლში დიდი მხატვრების რეპროდუქციებს საპატიო ადგილი უჭირავთ:
1. ბრედ პიტი
შეიძლება ითქვას, რომ 2014-ში ანჯელინამ საქორწინო საჩუქრად მსოფლიოში ცნობილი უამრავი ნახატის ასლი მიიღო და საფრანგეთში მდებარე მათი სახლიც ხელოვნების ნიმუშს დაემსგავსა. პიტის კოლექციაში ურბანული მხატვრის, დომ პატინსონის ტილოებსაც ნახავთ.
2. ელტონ ჯონი
მომღერალი სერიოზულადაა გატაცებული
ფოტოგრაფიული ნამუშევრების შეგროვებით. მის კოლექციაში გამორჩეული ადგილი მენ რეის „ცრემლებს" უჭირავს, რომელიც $193 000-ად შეიძინა, ახლა კი $2 მლნ ღირს.
3. მადონა
მისი კოლექციების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება. როგორც ამბობენ, მას განსაკუთრებულად
ფრიდა კარლოს ნახატები იზიდავს. მადონას სახლში ნახავთ $4.7 მლნ-ად შეფასებულ პიკასოს, ფრანგი მხატვრის რეპროდუქციას.
4. სტივ მარტინი
კომიკოსის გატაცება ბევრისთვის უცნობია. მის კოლექციაში იხილავთ: ფრენსის ბეკონს, სინდი შერმანს, პაბლო პიკასოს. მისი ფავორიტია ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე ერიკ ფიშლი. მარტინის კოლექცია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ 2001 წელს ლას ვეგასში გამოფენაც კი მოაწყო.
5. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები
მათი ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულება $40 მლნ-ია. განსხვავებით სხვა კოლექციონერებისგან, ისინი ნამუშევრების არჩევისას არიან ძალიან კონკრეტულები. მათი მთავარი კრიტერიუმია, ნახატში იგრძნობოდეს სიყვარული.
6. ლედი გაგა
მას მოსწონს როგორც ავანგარდული, ისე ტრადიული ხელოვნების ნიმუშები. დიდ თანხებს ხარჯავს თანამედროვე ხელოვანების ნახატების შეძენაში, რასაც ქველმოქმედებას მიაწერენ.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, მონეს ან სხვისი ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. „პალიტრა L"-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
წყარო