ვინსენტ კასელის და ტინა კუნაკის თანაცხოვრების სახალისო მომენტები

ვინსენტ კასელის და ტინა კუნაკის თანაცხოვრების სახალისო მომენტები
ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი უკვე თითქმის 5 თვეა რაც ერთად ცხოვრობენ. წყვილს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, რასაც ამ ფოტოებიდანაც შენიშნავთ. ასაკობრივ სხვაობაზე საუბარი დღემდე არ წყდება, თუმცა ჩანს, რომ ტინამ და ვინსენტმა ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს და სტერეოტიპებსაც ერთობლივი ძალებით ამსხვრევენ.
მხიარული ცოლ-ქმარი ხშირად აქვეყნებს სახალისო ფოტოებს. ერთ-ერთ ფოტოზე პროგრამის მეშვეობით „როლები გაცვალეს“, რამაც მათი თაყვანისმცემლები შესანიშნავ განწყობაზე დააყენა. ვინსენტმა ფოტოს სახალისო წარწერაც დაურთო: „მარტინი და სილვია“.

ამ ილუსტრაციამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და „ინსტაგრამზე“ 75,000ზე მეტი
მოწონება აქვს. „ნამდვილი ლორდი ხარ“ „რატომ მარტო კუნაკი? კასელიც საცურაო კოსტიუმში გვინდოდა გვეხილა“ „კერის და ბიგს მაგონებთ „sex and the city-დან“, უწერენ ვინსენტს გამომწერები.

აი რას წერს ტინა ამ სახალისო ფოტოს აღწერაში: „ჩემი გულის იმპერატორი“.

„არასდროს დაგავიწყდეს ღიმილი“- სწორედ ასეთი სიტყვები დააწერა ამ პოზიტივით სავსე ფოტოს ვინსენტმა.

წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება, თუმცა ცდილობენ, რომ მნიშვნელოვანი მომენტები საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ და ერთმანეთს დრო ხშირად დაუთმონ.






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31