ქართველი კაცები, რომლებმაც 40 წელს მიუკაკუნეს და კვლავ უცოლოები არიან

ქართველი კაცები, რომლებმაც 40 წელს მიუკაკუნეს და კვლავ უცოლოები არიან
ქართველი კაცები, რომლებმაც 40 წელს მიუკაკუნეს და კვლავ უცოლოები არიან.
ანრი ჯოხაძე 38 წლისაა და კვლავ დაუოჯახებელია. ანრის პირადი ურთიერთობების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. როცა მომღერალმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც თავად ამბობდა, ძალიან სერიოზული ურთიერთობა დაენგრა, რადგან პარტნიორი ვერ შეეგუა მის ცნობადობას. ანრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჯახმა დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნას კარიერაში, - "არასოდეს პირადი ცხოვრების გამო არ დავთმობ ჩემს საქმეს. ცოლს თაიგული უნდა ვუყიდო და ჩემი საქმე უნდა გადავდო – ეს არასოდეს არ მოხდება“.

ნოდარ ტატიშვილი
საზოგადოების
მხრიდან დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა, 2015 წელს როდესაც განაცხადა, ქალს არ უნდა დასჭირდეს თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოსო. იმავე ინტერვიუში უცოლო მომღერალმა საკუთარ დედაზე ისაუბრა, რომელიც, ნოდარის თქმით, დღემდე უვლის მას და იდეალურად ულაგებს გარდერობს. "რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემს ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს", - ჩანს, მომღერლის მოთხოვნები დღემდე ვერავინ დააკმაყოფილა, ის კვლავ უცოლოა.


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ფართო საზოგადოებამ "კურიერის" წყალობით გაიცნო. მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც "X ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. გიორგის არასდროს არავინ ჰყვარებია, ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ამბობს, რომ არ სურს ცოლის მოყვანა და არ მოსწონს ოჯახი. "ჯერ კიდევ წლების წინ დავდიოდი საყურეებით, თმა მქონდა რაღაც ძალიან უცნაურად, მეცვა უცნაურად. ახლა, როდესაც ასეთი უცნაურობები ვიზუალურად აღარ ჩანს, ინტერვიუებში ვამბობ, რომ არავინ არ მიყვარს და არც არავინ არასდროს მყვარებია. ვამბობ, რომ ცოლის მოყვანა არ მინდა და ოჯახი არ მომწონს. არავინ არ იცის, ძალიან გაგიჭირდება, იპოვო ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, რომ გეი ვარ" - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი ქორქიას მაკა აბჟანდაძისგან ერთი ვაჟი - ნიკოლოზი ჰყავს, თუმცა ისინი უკვე დიდი ხანია დაშორდნენ ერთმანეთს. მათი განქორწინების შემდეგ ხმები დადიოდა, რომ ქორქიას ოჯახის დანგრევის მიზეზი ნუკი კოშკელიშვილი იყო, თუმცა თავად გიორგი უარყოფდა ამ ინფორმაციას. განქორწინების შემდეგ გიორგის პირად ურთიერთობებზე არაფერია ცნობილი. ის დღემდე მარტოა.


კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი 39 წლისაა. მან მთელი ცხოვრება კარიერას მიუძღვნა და დიდი სიყვარული დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან, თუმცა მის პირად ურთიერთობებზე არაფერია ცნობილი, ის კვლავ უცოლოა.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ხვიშტიკი
გაბუნია და ცოლი,
10:40 / 18-12-2018
გამოხმაურება / 0 /
????????????
40 წელს მიღწეულიო და გაბუნია მეტის არაა?????
23:29 / 17-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი