ახალი წელი შეყვარებული წყვილებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს პოპულარული ცოლ-ქმარია, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
ვინსენტ კასელის და ტინა კუნაკის ცხოვრებაში 2019 წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან ტინა 7 თვის ორსულია და პატარას დიდი სიხარულით ელოდებიან.
ახალი წლის დადგომისთანავე ტინამ ბრაზილიაში გადაღებული საოცარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შიშველია და მკერდს მხოლოდ მზის ქუდი უფარავს.
ვინსენტმა კი „ინსტაგრამებზე“ გულისამაჩუყებელი ვიდეო დადო. ის მეუღლეს მუცელზე კოცნის და ჩანს, რომ ორივე უზომოდ ბედნიერია.
ბევრ ადამიანს ურჩევნია, რომ ახალ წელს თოვლიან გარემოში შეხვდეს, წყვილმა კი მზე, გარუჯვა და სითბო არჩია.
მათი „ინსტაგრამის“ გამომწერები აღფრთოვანებულები არიან. ბრაზილიაში ჩასვლის პირველ დღეებში ვინსენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მაყურებლის წინაშე თავი გადაიპარსა.
ჭორების და ასაკობრივ სხვაობაზე განუწყვეტლივ მსჯელობის მიუხედავად, წყვილი უზომოდ ბედნიერია და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ქორწინება შედგა.