კრიშტიანუ რონალდუს ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვს. სექტემბერში ფეხბურთელს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. მან გოგონას დუმილისთვის ფულიც გადაუხადა.
რამდენიმე დღის წინ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ჟასმინ ლენარდმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ ნამდვილი ფსიქოპათია. ის ცუდად ექცევა თავისი შვილის დედას და გოგოებს მოკვლით ემუქრება. ჟასმინმა გადაწყვიტა, დაეხმაროს კეტრინ მაიორგს (რომელმაც დასდო ბრალი ფეხბურთელს გაუპატიურებაში).
-"მე შენახული მაქვს რონალდუსთან მიმოწერა, რომელიც მის რეალურ სახეს აჩვენებს" - დაწერა ჟასმინმა Twitter-ში, მაგრამ მალევე წაშალა პოსტი.
კრიშტიანუ, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს. მისი ადვოკატები აქტიურად მუშაობენ ფეხბურთელის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. როგორც ჩანს, თავად რონალდუ არ განიცდის მომხდარს და სხვა რამეებითაა დაკავებული. მაგალითად, საკუთარ "ინსტაგრამში" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ბრენდის - Cristiano Ronaldo Fragrances-ის ტანის სპრეის რეკლამას აკეთებს.
წყარო: peopletalk.ru