ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქეით მიდლტონის ძმაზე გიამბოთ. აი, რა უნდა იცოდეთ მის შესახებ.
ჯეიმს მიდლტონმა ახლახან „ინსტაგრამი“ გახსნა, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია და მის მიმართ ინტერესი გაასმაგდა. აქამდე მას „ინსტაგრამი“ გაუქმებული ჰქონდა.
ჯეიმსი ბერკშირის საგრაფოში დაიბადა, მაიკლ მიდლტონისა და კეროლ მიდლტონის ოჯახში. ის პიპასა და ქეითზე უმცროსია.
მიდლტონების სიმპათიურ შთამომავალს ძალიან უყვარს ძაღლები. აქტიურადაა დაკავებული სპორტით და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მას ფუტკრებიც ჰყავს.
ჯეიმსი მალბოროს კოლეჯში სწავლობდა, ისევე, როგორც მისი და ქეითი.
შემდეგ სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც მალევე მიატოვა.
2007 წელს საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და გახსნა ტორტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წელს დაიხურა.
ამჟამად ის ძალიან ბედნიერია და მის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. ჯეიმსი ფრანგ ფინანსისტ ელიზე ტივენს ხვდება და ერთად ძალიან ბედნიერები არიან.
როგორც ხედავთ, თევზაობითაცაა გატაცებული და ეს საქმიანობა შესანიშნავად გამოსდის.
მისი ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ჯეიმსი მსახიობ ჯუდ ლოუს ჰგავს.
წყარო: peopletalk.ru