11 იანვარს იოლანდა ჰადიდს - 23 წლის ჯიჯი და 22 წლის ბელა ჰადიდის დედას, 55 წელი შეუსრულდა. ბევრი აღნიშნავს, რომ ასაკის მიუხედავად, იოლანდა არაფრით ჩამოუვარდება თავის ლამაზ ქალიშვილებს.
როგორც აღმოჩნდა, ეს არა მარტო რეგულარული ვარჯიშების, დიეტების და კარგი კოსმეტოლოგის დამსახურებაა, არამედ არაერთი ქირურგიული ჩარევის შედეგიცაა.
იოლანდა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბუნებრივ სილამაზეს არაფერი სჯობს და "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო განცხადებით, რომელშიც აღიარებს, რომ საბოლოოდ დაემშვიდობა მკერდის იმპლანტებს, ბოტოქსსა და ფილერებს.
„ორმოცდათხუთმეტი და ვიღიმი შინაგანად. დავუბრუნდი 1964 წლის ორიგინალს, მცხოვრები იმ სხეულში, გათავისუფლებული მკერდის იმპლანტების, ფილერების, ბოტოქსებისა და ყოველგვარი საშინელებისგან, რომელსაც მივიჩნევდი, რომ მესაჭიროებოდა ასეთ პიროვნებად ყოფნისათვის. საზოგადოებამ დამარწმუნა, რომ სექსუალური ქალბატონი უნდა გამოიყურებოდეს სწორედ ასე, სანამ ამ ყოველივეს ტოქსიკურობამ თითქმის შეიწირა ჩემი სიცოცხლე. თქვენი ჯანმრთელობა თქვენი სიმდიდრეა. ამიტომ გთხოვთ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც გაწვდით ჩვენი გაუმართავი სისტემა, მანამ, სანამ რამეს დამართებთ თქვენს სხეულს.
მე დამჭირდა ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ გამომესწორებინა მცდარი გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღე, მანამ, სანამ შევეგუე ჩემს პიროვნებას ისეთს, როგორიც ვარ და გავაანალიზე, რომ წარმოვადგენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ყოველგვარი სტანდარტის გარეშეც, გარდა ჩემი საკუთარისა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი და დავაფასოთ ის უნიკალური და განსაკუთრებული სილამაზე ნებისმიერ ასაკში, მანამ, სანამ გადავადგილდებით იმ მოგზაურობაში, რომელსაც ჰქვია „სიცოცხლე“. სილამაზეს არ გააჩნია აზრი თქვენი ჯანმრთელობის გარეშე“.
ლიდია ამარიანი