1996 წელს დევიდ ბექჰემმა და გარი ნევილმა ინგლისის ნაკრების მორიგი მატჩის წინ თავს მოშვების უფლება მისცეს. ისინი სხვადასხვა ტელეარხს ათვალიერებდნენ და უცბად MTV-ზე წააწყდნენ Spice Girls-ის კლუპს, რომელშიც ვიქტორია ადამსს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. მისმა სექსუალურმა კოსტიუმმა ბექჰემი ძალიან აღაგზნო. „ღმერთო, მე მას უნდა შევხვდე.“ - თქვა ბექჰემმა და დაიწყო გეგმების დალაგება, თუ როგორ მოეყვანა სისრულეში ეს ჩანაფიქრი.
ბექჰემმა ჩახედა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საქველმოქმედო მატჩების განრიგს და შეხვედრის ორგანიზატორებს სთხოვა, ერთ-ერთ მათგანზე მოეწვია ჯგუფი. ყოველივე ამან შედეგი გამოიღო. ჯგუფმა სტადიონზე იმღერა, დევიდმა კი ვიქტორია ადამსი გაიცნო. „მე არ მაინტერესებდა ფეხბურთი და საერთოდ არ ვიცოდი, თუ ასეთი ბიჭი არსებობდა. და მას ეცვა, როგორც ნამდვილ გოიმს.“ - იხსენებდა ვიქტორია ადრე მომხდარს.
როგორც გაირკვა, ვიქტორია ტყუოდა. „იუნაიტედის“ თამაშის წინ ის ინტერესით ეცნობოდა ფეხბურთელების ფოტოებს და მათ შორის, ბექჰემის სურათსაც, მაგრამ მაშინ მან ნამდვილად არ იცოდა, თუ საქმე ასე შორს წავიდოდა და ქორწილამდე მივიდოდა.
ბექჰემს კი უნდოდა ოჯახი და მან ეს მიიღო. ნაცნობობიდან 6 წლის შემდეგ წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი - ბრუკლინი და რომეო. შემდეგ კი ბექჰემი ეჩხუბა ალექს ფერგიუსონს და გადავიდა მადრიდის „რეალში“, სადაც მას ასისტენტი დასჭირდა. არავინ იცის, ვინ და რატომ ჩააბარა ბექჰემის მეურვეობა მავან რებეკა ლუსს. ეს გოგონა დევიდზე 2 წლით უმცროსი გახლდათ და ნამდვილი ტოპ-მოდელივით გამოიყურებოდა. დავამატოთ ამას ისიც, რომ ვიქტორია ქმარს ეგრევე არ გაჰყოლია მადრიდში.
რებეკა ბექჰემმა პირველად 2003 წლის ივლისში ნახა. სექტემბერში მან რაღაც სასიამოვნო ჩქამი იგრძნო გულში. გოგონა რესტორანში დაპატიჟა და მას ფლირტაობა დაუწყო. შემდეგ კი სასტუმროში წაიყვანა. იქ ყველაფერი სქემატურად მოხდა: წყვილი ჯერ ლუქსის ცენტრში კოცნაობდა, მერე იყო სექსი, ბოლოს კი დაუვიწარი კომუნიკაციის კიდევ რამდენიმე საათი.
რებეკას ბექჰემი დაამახსოვრდა, როგორც შესანიშნავი საყვარელი - ამტანი, ყურადღებიანი, გალანტური. ქალი კინაღამ დადნა, როცა დილით, ახალგაღვიძებულზე დევიდმა მას ხილი და საუზმე შესთავაზა. ცუდი ამ ამბავში ის იყო, რომ ბექსს ძალიან მოეწონა თანაშემწე და დროულად ვერ შეჩერდა.
ბექჰემს გადაავიწყდა ცოლი და შვილები. გაგრძელება