ბოლო დროს საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა ყოფილი ცოლ-ქმრის - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესახებ, რომლებიც ორი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაყრის საკითხებსა და შვილების სამეურვეო საკითხებთან დაკავშირებული დავა გასული წლის დეკემბრამდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში მათ შორის უამრავ უსიამოვნებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ როგორც რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება იუწყება, მსახიობების გულში ჯერაც არ გამქრალა ის დადებითი ემოციები, რომლებიც მათ ურთიერთობას ოდესღაც ასეთ მყარს ხდიდა.
როგორც Celebrity Insider-ისა და და სხვა გამოცემების სტატიებში ვკითხულობთ, ბრედ პიტს დღემდე განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის ყოფილი მეუღლისა და ქალიშვილის - ვივიენის ვიზუალური მსგავსება.