ბოლო პერიოდის განმავლობაში სელინ დიონი მედიის ყურადღების ცენტრში გარეგნობის გამო არაერთხელ მოექცა. კანადელი მომღერალი მოდის რამდენიმე ჩვენებას დაესწრო, მისმა სიგამხდრემ კი მედიის და სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება მიიქცია.
„ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“ ღელავენ, რომ მომღერალი თავს კარგად არ გრძნობს, რადგან მისი წონა ნორმაზე ბევრად ნაკლებია.
CNN-ი კი წერს, რომ დიონი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და სულაც არ წუხს, თუ მისი წონა ვინმეს არ მოსწონს. მომღერალი 50 წლისაა და ცდილობს, იპოვოს სტილი, რომელშიც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
„ამას ჩემთვის ვაკეთებ. მინდა, თავი ვიგრძნო ძლიერად, ლამაზად და სექსუალურად“, - ამბობს დიონი. მათ კი, ვისაც მისი გარეგნობა არ მოსწონს, მოუწოდებს, „თავი გაანებონ“. გაგრძელება + ფოტო