პორტალმა Dailymail-მა მაიკლ ჯექსონის პედოფილიის ბრალდებასთან დაკავშირებული დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა.
ეს გახლავთ ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან - «დატოვო ნევერლენდი», რომლის პრემიერა ცოტა ხნის წინ, ფესტივალ «სანდენსზე» შედგა. ვიდეო 1996 წლით თარიღდება და სასტუმრო Four Seasons-შია გადაღებული (ნიუ-იორკი).
ვიდეოში მაიკლს უსვამენ კითხვებს არასრულწლოვნების გარყვნასთან დაკავშირებით და ეკითხებიან, იცნობს თუ არა ის ჯორდან ჩენდლერს, რომლის მამამაც განაცხადა, რომ ჯექსონმა მისი შვილი გააუპატიურა.
ასევე, არკვევენ, ჰქონდა თუ არა მას სექსი ბრეტ ბარნსონთან და მაკოლეი კალკინთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა პოპის მეფეს.
მაიკლი დაკითხვის დროს ძალიან უცნაურად იქცეოდა. იცინოდა, ამთქნარებდა და ბიბლიას ციტირებდა.
"იესო ბავშვების სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა. მას უყვარდა ბავშვები. იყო როგორც ბავშვი, იყო ახალგაზრდა, უმწიკვლო და სუფთა. მე გავიზარდე, რომ ვიყო ასეთი და მივბაძო მას" - განაცხადა ჯექსონმა.