ნინო ჩხეიძე 2005 წლიდან ქართულ სცენაზე დგას, მას შემდეგ მომღერლის იმიჯმა მკვეთრი ცვლილება განიცადა. ბევრმა არ იცის, რომ ნინო ჩხეიძე 1999-2002 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც სწავლა მაგისტრატურაში იგივე განხრით გააგრძელა.
"გამიჭირდა, როცა გიორგი წავიდა... ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა" - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ალაპარაკდა
2005 წლიდან ნინომ ქალაქური სიმღერების ჩაწერა დაიწყო, მომდევნო წელს კი პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მომღერლის სიმღერები, რომლებიც ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპ-მუსიკის ელემენტებს აერთიანებს, ქართველ მსმენელში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო "აფხაზეთის ხმის" მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. ორი წლის შემდეგ კი ტელეკომპანია "იმედმა" მეგა-პროექტ "ახალ ხმაში" ერთ-ერთ მწვრთნელად მიიწვია. გასულ წელს მომღერალმა ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა.
37 წლის ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია, რომელთანაც 2002 წლის 1 დეკემბერს იქორწინა. წყვილს 14 წლის ქალიშვილი, მარიამი ჰყავს.
გაგრძელება