სელებრითები

5 ქართველი უცოლო მამაკაცი, რომელთა ასაკს ვერ გამოიცნობთ

5 ქართველი უცოლო მამაკაცი, რომელთა ასაკს ვერ გამოიცნობთ
მათ ტელეეკრანებიდან კარგად იცნობთ, იცით მათი საქმიანობა, გულშემატკივრობთ, მოგწონთ მათი შემოქმედება და იზიარებთ შეხედულებებს, მაგრამ კითხვაზე, რამდენი წლის არიან, ბევრ თქვენგანს ზუსტი პასუხი არ ექნება.
როგორც ჩანს, ისინი თავის მოვლას ცოლის გარეშეც მშვენივრად ახერხებენ, რადგან მამაკაცები, რომლებზეც ქვემოთ უნდა გესაუროთ, არც დაოჯახებულნი არიან.


ანრი ჯოხაძე




როგორც ამბობენ, მისი კარიერის აღმასვლა ნავში გაშიშვლებით დაიწყო, თუმცა მის ნიჭიერებას მანამდეც აღიარებდნენ და წლებია საქართველოში ერთ-ერთი იმ მომღერალთაგანია, რომელიც ყველაზე კარგ სიმღერებს ქმნის. ბოლო დროს ანრიმ ტელეწამყვანობაც მოირგო და
კიდევ უფრო დაუახლოვდა გულშემატკივარს, თუმცა ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მომღერალი 38 წლისაა.

ირაკლი მაქაცარია




დიდი ხანი არაა, რაც მას საქართველოში იცნობენ, თუმცა გულშემატკივარ გოგონათა არმია დღითიდღე იზრდება. 33 წლის ირაკლი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანია, ასევე დაკავებულია სპორტითა და ბიზნესით.

გიორგი გაბუნია




გიორგის ასაკი, ისევე როგორც მისი პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. ამბობს რომ არავინ ჰყავს და სწორედ ამის დამსახურებაა ასე კარგად რომ გამოიყურება. ტელეწამყავნი 43 წლისაა.

რატი დურგლიშვილი




გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ის 36 წლისაა. ყველასათვის საყვარელი მომღერალი სასურველ სასიძოთა სიიდან წლებია არ ქრება.

ილო ბეროშვილი




,,კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს", 37 წლისაა. მისი კარიერა „ალიონიდან“ იწყება, სადაც მომავალი მეუღლეც გაიცნო, თუმცა მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შაგუს როლის შემსრულებელი კვლავ უცოლოა.

ბეჭდვა