ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი ია ნინიძე უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთში შვილებთან ერთად ცხოვრობს.
მისი შვილი ნინო ნინიძე, დედის მსგავსად, მსახიობია. ნინო რუსულ პოპულარულ კინოსტუდიებთან თანამშრომლობს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მას „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს და აქტიურობითაც გამოირჩევა.
მომხიბლავ მსახიობს გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს და მის სტილს ბევრი ადამიანი იწონებს.
საინტერესო და გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონა შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა და როლებთან დაკავშირებით შეთავაზება მალევე მიიღო.
„ოჯახის შექმნას არ ვჩქარობ, იმიტომ კი არა, რომ კარიერისტი ვარ; უბრალოდ, ძალიან მინდა, ერთხელ გავთხოვდე და სამუდამოდ" - წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ნინიძე პირად ცხოვრებაზე ასე საუბრობდა, თუმცა ახლა უკვე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი აქვს, რომლითაც ამაყობს.
2014 წელს ანრი ჯოხაძის კლიპში - "განა ყველა ქალი ქალია?!", დედასთან ერთად გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
გოგონამ გზა თავისით გაიკვალა და დედის ვინაობა საამისოდ არასდროს გამოუყენებია.
ის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ალექსანდრე მიხაილოვის კლასში პირველივე ცდაზე მოხვდა. 2010 წელს ეპიზოდური როლი მისცეს ერთ-ერთ რუსულ კომედიურ ფილმში და სწორედ აქედან იწყება მისი სამსახიობო კარიერა. მალევე მთავარი როლი მიიღო ისეთი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან: მურად იბრამიბეკოვი, ჯაფარ ახუნზადე და სხვები.
რუსულ ფილმებში ქართველის როლზეც უთამაშია და როგორც მსახიობს, სხვადასხვა ჯილდოც აქვს. ნინო ყოველთვის ამბობდა იმას, რომ რუსეთში კი გაიზარდა, მაგრამ ქართველის გული აქვს და ეს არასდროს დავიწყებია.
ამჟამად 27 წლისაა, კარიერული აღმასვლის პიკშია და რაც მთავარია, უსაყვარლესი ვაჟი და სიმპათიური, მოსიყვარულე ქმარი ჰყავს.
დედა-შვილის ეს ამაღელვებელი ვიდეო კი გულგრილს ვერავის დატოვებს.
ისე მოხდა, რომ მისი ქმარი კირილ პლეტნოვიც მსახიობია.
მათ ერთმანეთი პროექტში: «ВГИК-95» გაიცნეს და დაოჯახებაც მალევე გადაწყვიტეს.
ნინოს შვილი საყვარელი მეუღლისგან 24 წლის ასაკში ეყოლა.
ამომავალი ვარსკვლავი თავის მეუღლეზე სიგიჟემდეა შეყვარებული და მასთან ერთად გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებს.
ფაქტია, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ძალიან უხდება და პოზიტივს ასხივებენ.