გრემის დაჯილდოვების ცერემონიალი უცნაურ, სასაცილო და ზოგჯერ უგემოვნოდ გამოწყობილ სელებრითებს ყოველ წელს მასპინძლობს.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. წითელ ხალიჩაზე უგემოვნოდ, მაგრამ მაინც თავმომწონდედ, ჰოლივუდის არაერთმა ვაკრსკვლავმა გაიარა.
პაპარაცებისთვის ყველაზე თვალშისაცემი 49 წლის ჯენიფერ ლოპესი იყო, რომელსაც ღია ცისფერი, ბრჭვყვიალა ორნამენტებით გაწყობილი კაბა ეცვა და დიდი ქუდი თითქმის მთლიან სახეს უფარავდა.
გადაჯვარედინებულ ვარდისფერ სამოსში უცნაურად გამოიყურებოდა კეილი ჯენერიც. ის არაორდინარული ჩაცმულობით წლის უგემოვნოთა სიაში მოხვდა.
რეპერი კარდი B ჩაცმულობით დისნეის პესონაჟს შეადარეს.
ფორთოხლისფერ სამოსში სასაცილოდ გამოიყურებოპდა მისი და ჰენესი კაროლინაც.
კეტი პერის ვარდისფერი კაბა მნახველებმა პატარა კექსებს შეადარეს.
ჰოლივუდში უარყოფითად აფასებენ ტონი ბრანქსტონის ჩაცმულობასაც. როგორც ჩანს, ლურჯი, გამჭვირვალე კაბით წითელი ხალიჩის სტუმრების გულის მოგება ვერ შეძლო.
წელს უგემოვნოთა სიაში მოხვდა მსახიობი ბლანკა ბლანკოც.
კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე ლელე პონსიც.
შავი ბარხატის ზედატანი და ოქროსფერი კაბა მომღერალ აშანტისთვის არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
მიმი საბალასა და სიბლი სკოლს ერთი სტილის ორნამენტებიანი სამოსი ეცვათ. როგორც ჩანს, წელს არც ერთს არ გაუმართლა. პრესამ ორივე მათგანი გრემის დაჯილდოებაზე ყველაზე უგემოვნოთა სიაში მოახვედრა.