ირინა შეიკი პოპულარობას არასდროს უჩიოდა, თუმცა, ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მისი და მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთი ორად გაიზარდა.
ფილმში ირინა შეიკის ქმარი ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ერთად თამაშობს, შეყვარებული წყვილი ისეთი ოსტატობით ასრულებს თავის როლს, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ლედი გაგას გამო, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ოჯახი დანგრევის პირასაა.
ერთი პერიოდი ირინა და ბრედლი კუპერი მართლაც ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახლში, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილი მალე შერიგდა და მათ ხშირად დააფიქსირებთ ერთად, როგორც ნიუ-იორკის ქუჩებში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე.
26 იანვარს, ლედი გაგას ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად, სცენაზე მსახიობი ბრედლი კუპერი გამოჩნდა.
მათი შესრულება იმდენად ემოციური იყო, ხალხს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთი უყვარს, გაუმყარდა.
გაგრძელება