სელებრითები

ბრედ პიტი ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე

ბრედ პიტი ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე
ამერიკელ მსახიობს ჯენიფერ ენისტონს 50 წელი შეუსრულდა. მრგვალი თარიღი მან განსაკუთრებულად აღნიშნა. მეგობრებმა ლოს-ანჟელესში სასტუმრო Sunset Tower-ში მოიყარეს თავი, მათ შორის იყნენ ჯორჯ და ამალ კლუნები, ქეითი პერი, ორლანდო ბლუმი, გვინეთ პელტროუ და ყოფილი მეუღლე ბრედ პიტი.

ბრედ პიტის გამოჩენამ იუბილეზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსახიობი სასტუმროში ჩუმად შეპარვას ცდილობდა, თუმცა პაპარაცებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.


შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი და ბრედი ქორწინებაში 5 წლის განმავლობაში იყვნენ, 2005 წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დაათვალიერეთ ფოტოები


ბეჭდვა
e87a93