პარფიუმერული ქსელის, „ICI PARIS“ მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი ხატია შამუგია მეუღლესთან, გურამიკო ლომიძესთან დაშორების შემდეგ ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გულშემატკივარს არ გამოჰპარვია მომხიბლავი ქალბატონის სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებები და ის უახლესი კადრები, რომლებშიც მას მხარს უცნობი მამაკაცი უმშვენებს.
ახლა კი, ის ურთიერთობა, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ ეჭვები არსებობდა, ხატიამ OK!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც გაირკვა, ხატია შამუგია შეყვარებულია! მისი რჩეული კი ირლანდიის მოქალაქე, ქართველი ბიზნესმენი - არჩილია, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ახალ წელს ჩამოვიდა პირველად თბილისში და მონატრებულ სამშობლოში დაბრუნების სურვილთან ერთად, მისი ვიზიტი საყვარელი ქალის ნახვასაც უკავშირდებოდა.
ხატიას ახალ რჩეულთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. განაგრძეთ კითხვა