ვალენტინობის დღესასწაულის ისტორიასთან დაკავშირებით არაერთი ჰიპოთეზა არსებობს, თუმცა ფაქტია, შეყვარებული წყვილები ამ დღეს ამაღლებული განწყობით ხვდებიან და ერთმანეთს სიმბოლური, ზოგჯერ კი ძვირად ღირებული საჩუქრებით ანებივრებენ.
შორენა ბეგაშვილმა "ინსტაგრამზე" წითელი ვარდების თაიგულით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობი ლამაზი ვარდებისთვის მადლობას menu.ge-ს უხდის.
ნინო ნადირაძე-კუზანოვას მეუღლემ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა, ტელეწამყვანს მეორე ნახევარმა ახალი ავტომობილი აჩუქა.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ერთმანეთს საჯაროდ, "ინსტაგრამზე" მიულოცეს ვალენტინობა.
ხატია სიჭინავას მეუღლემ ლიკანის სასტუმროს ვარდის ფურცლებით მორთულ საწოლზე შამპანური, შოკოლადები და საჩუქრები დაახვედრა. ხატიამ მეუღლეს სამაჯური აჩუქა და აღნიშნა, რომ საჩუქრები სიყვარულის დღეს ორმხრივად უნდა აჩუქონ ერთმანეთს წყვილებმა.