თამო ვაშალომიძე შარმ ელ-შეიხში ისვენებს და მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ინტენსიურად აქვეყნებს.
თუმცა ამ ფაქტმა ზოგიერთი ადამიანი გააღიზიანა და ერთ-ერთ ფოტოზე ირონიულ მიმართვასაც ნახავდით: „სოფია რას შვება ნეტა, არ მოენატრა დედიკო?“.
თუ სხვა კომენტარებსაც გადავხედავთ, მისი გამომწერების ნაწილი მიიჩნევს, რომ შვილის დატოვება და დასასვენებლად წასვლა კარგი ტონი არ არის.
„ისე წერთ, ბავშვს დედა არ მოენატრაო, ვითომ თქვენ არ წასულხართ დასასვენებლად ბავშვის გარეშე“- გამოექომაგა თამოს ერთ-ერთი გამომწერი.
მის ფოტოებზე ასეთ უცნაურ კომენტარებსაც წააწყდებით: „არ მომწონხარ, თუმცა ჩაცმულობით გემოვნებიანი ქალი ხარ“, „ცხრა სიცოცხლე რომ მქონდეს, ცხრავე სიცოცხლეს შენს გვერდით ვისურვებდი ყოფნას“ და ა.შ.
ცოტა ხნის წინ თამოს გოგონას, სოფიას 1 წელი შეუსრულდა. მოდელმა პატარასთან გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ბევრი გულთბილი მილოცვაც მიიღო.