ნინა სუბლატი: „შეიძლება ბავშვობის მეგობარმა ერთი ნახვით ენერგია სულ გამოგაცალოს“

ნინა სუბლატი: „შეიძლება ბავშვობის მეგობარმა ერთი ნახვით ენერგია სულ გამოგაცალოს“
მომღერალი ნინა სუბლატი სამყაროს მიმართ თავისებური აღქმით ყოველთვის გამოირჩეოდა. მის პირად ცხოვრებაში ისევ სიმყუდროვე და სიყვარული სუფევს. ჩაცმის სტილი კი კიდევ უფრო დახვეწა. თანდათან უფრო და უფრო ლამაზდება, რასაც მისი გამომწერებიც აღნიშნავენ.



სუბლატს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და თავის „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რას ფიქრობს ადამიანებზე, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, პერსონაჟებზე და ზოგადად, ცხოვრებაზე.

გთავაზობთ უცვლელად:
„საინტერესოა, რომ ამდენ ხნიანი უწყვეტი დაფიცებების მიუხედავად, თუ როგორი მეგობრულები ვართ ადამიანები. ბამ და უცებ შეიძლება წიგნი, ფილმი, ნახატი ან სიმღერა
შენი ისეთი ახლობელი აღმოჩნდეს, როგორსაც სულ ეძებდი და არასდროს გყავდა.
უცნაურია, როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი თავისი ერთი ნაწარმოებით, ერთი სიტყვით, ღრმად შემოვიდეს შენში და თან ისე, რომ თვითონ ფიზიკურად არც იყოს ამ ეპოქაში.
მეგობრობა ბევრად საინტერესოა მაშინ, როდესაც ერთმანეთის სარკეებში ფაქიზად ვიყურებით და ყოველდღიურობის სისადავეს არ ვწოვთ ერთმანეთს; არ ვცდილობთ ამბების მოყოლას სიჩუმის შესავსებად და არ ვირევით ერთმანეთში.

ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, გავიფიქრე, იმ მომენტში რომ ჰაქსლისთან ერთად ვყოფილიყავი, გავუზიარებდით ერთმანეთს თრიფებზე შთაბეჭდილებებს; ის მოყვებოდა, რა საოცარია ყოფიერების უმნიშვნელო დეტალები და რომ ბოტიჩელის იმ ნახატში, დრაპირების მარცხენა კუთხეში რომ ნაკეცია, მასში ეიფორიას იწვევს.
მე კიდევ ვეტყოდი, მოიცა, რა ბოტიჩელი, თბილისთან ახლოს ერთი ისეთი ადგილი ვიცი, იქიდან რომ გადმოიხედები, ზედიზედ სამჯერ გექნება ორგაზმი და თან სამივეჯერ იტირებ-მეთქი. წამომყვებოდა, გაერთობოდა და საბოლოოდ იმდენს ვიმეგობრებდით, რომ მას ამ წიგნის დასაწერ ემოციას აღარ დავუტოვებდი.
მე კიდევ მის ამ წიგნს ვეღარ წავიკითხავდი 100 წლის შემდეგ. - არადა, რა დასანანი იქნებოდა ამ წიგნის არარსებობა მხოლოდ იმის გამო, რომ მე ალდოსა იმდენი ვალაპარაკე - წერა აღარ მოუნდა, იმდენი გავამხელინე, რომ საიდუმლო აღარ დარჩა..

საინტერესოა არა უხილავი კონტაქტები? როგორ ავსებენ ადამიანები ერთმანეთს ფიზიკური ყოფნის გარეშე, როდესაც არ არსებობს ვალდებულებები, პრეტენზიები, ინდივიდუალური კონცეფციები; მხოლოდ გთავაზობენ და რამდენჯერაც არ უნდა მიუბრუნდე, იმდენჯერ უშრეტად გასცემენ და გასცემენ. მაშინ, როცა შეიძლება ბავშვობის მეგობარმა ერთი ნახვით ენერგია სულ გამოგაცალოს, ან თავისი თავი შენსაში ისე არეკლოს, რომ მისი უბადრუკობაც შენი ბრალი გახდეს და დამნაშავედ გაქციოს.
ამ დროს კიდევ შეხედავ უცნობის ნახატს, ან წაიკითხავ უცნობის წიგნს, ან მოისმენ უცნობის სიმღერას და ისე აივსები, რომ შენ თვითონ შეიძლება გახდე უპრეცედენტო გამცემი.
თქვა რამე ისეთი, რასაც ვიღაც 500 წლის შემდეგ გაიგებს და თავის უხილავ „ბესთად“ ჩაგთვლის. ვისაც "ფსიქოდელიადელია" ინსაით/რეპორტები გაინტერესებთ, წიგნს ჰქვია „აღქმის კარები“.
"სულ ვფიქრობ, რომ რაღაცნაირი განსაკუთრებული სინათლე (მო)გაქვს და ჩემთვის ზუსტად მაგ სინათლის უპრეცედენტო გამცემი გახდი". - უთხრა ნინას ერთ-ერთმა მეგობარმა.


დაბოლოს, ალბათ ბევრ ადამიანს უფიქრია იმაზე, თუ რატომ არის ზოგჯერ რომელიმე ჩვენთვის უცნობი ავტორის წიგნი, მუსიკა ან სხვა რამ - ასეთი ნაცნობი. ერთ გარდამავალ წამს შეუძლია დაგვამშვიდოს და პირიქით, აგვაღელვოს. ფაქტია, რომ მრავალი წლის წინ დაბადებულ ადამიანს სავსებით შესაძლებელია ჩვენთან იმაზე მეტი საერთო აღმოაჩნდეს, ვიდრე თუნდაც რომელიმე მეგობარს. თითქოს უხილავი ძაფები პარალელური სამყაროდანაა გაბმული და უწყვეტ კავშირშია ჩვენთან.

არც ის არის გამორიცხული, ერთ დღეს რასაც ვწერთ, ვქმნით, რასაც ვტოვებთ - სხვისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. ვიღაცამ მრავალი წლის შემდეგ იგრძნოს, რომ შენ მისთვის ძალიან ახლობელი ხარ.
ყველაზე დიდი ბედნიერება კი ალბათ ის არის, ცხოვრობდე ყოველდღიურობის სისადავეში, გესმოდეს სულიერი კავშირების მნიშვნელობის და გქონდეს შენი განსაკუთრებული სამყარო.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
სტატუს ქუო
როგორც ჩემი ქალიშვილისგან ვიცი,ეს გოგო უნიჭიერესი და თავისებურია.ჰყავს ასევე პრადვინუტი მშობლები და არ ცდილობს,სხვებს დაემსგავსოს.წყნეთის ბაVშვთა ბანაკში მისი ხელმძღვანელი იყო.
17:15 / 22-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93