მთავარი კინოპრემიის - "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიას მთელი მსოფლიო განიხილავს.
კარგი და ცუდი კაბები, საუკეთესო წყვილები - უკვე განვიხილეთ. ახლა მოდით, ვარსკვლავების წარმატებული მაკიაჟიც განვიხილოთ.
საუკეთესო მაკიაჟი
ლორა ჰერერი
გოგონამ თვალის ქუთუთოზე ღია ცისფერი ჩრდილი წაისვა, ხოლო მის ზემოთ - ყავისფერი. თვალის კუთხეები ყავისფერი ლაინერით გამოკვეთა, ხოლო პომადა სამკაულის თვლებს შეუხამა.
ლედი გაგა
ლედი გაგამ ჩვეულებას უღალატა და საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიცვა. მისი ლუქი წარუმატებლად ჩათვალეს, რადგან გაგასგან ყოველთვის უფრო მეტს ელიან. მომღერალმა, ლორა ჰერერის მსგავსად, ცისფერი ფერის ჩრდილები შეარჩია. აქცენტი ლაინერით გააკეთა. ცოტა ბრონზერი და ჰაილაითერი დაეხმარა მას, მაკიაჟი "ცოცხალი" ყოფილიყო.
ემა სტოუნი
ვიზაჟისტმა ემა სტოუნის კანი "სუფთა" დატოვა, თითქოს მას არც ფერუმარილი უსვია და არც ბრონზერი. აქცენტი ღვინისფერ-ყავისფერი smoky eyes-ით გააკეთა, რამაც მსახიობის მწვანე თვალები უფრო გამოკვეთა. ტუჩები ნაზი ვარდისფერი მბზინავი საცხით შეუღება.
ლუსი ბოინტონი
მონომაკიაჟი მტვრიანი ვარდის ტონებში - შესანიშნავი არჩევანია!
ჯულია რობერტსი
მაკიაჟი "უმაკიაჟო სახე" ასაკში შესული ქალისთვის ძალიან მომგებიანია.
ტესა ტომპსონი
ტესამ "ოსკარისთვის" Chanel-ი აარჩია. მის მაკიაჟში მთავარი აქცენტი ოქროსფერი ტონებია, რომელიც კაბას შეუხამა.