„ოსკარი 2019“-ის მიმდინარეობის პერიოდში, მედია და მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა მოდელის, ირინა შეიკის და მსახიობის, ბრედლი კუპერის ერთად გამოჩენა იყო განხილვის საგანი.
მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე ყველა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ერთობლივ გამოჩენას ელოდა, ახალგაზრდა მსახიობმა მათ მიმართ შექმნილი სასიყვარულო ვარაუდები გააქარწყლა და ხალიჩაზე დედასთან და ირინა შეიკთან ერთად გამოჩნდა.
ლედი გაგა რამდენიმე დღის წინ გამართულ "გრემის" დაჯილდოებაზე კრისტიანო კარინოს გარეშე მივიდა. როგორც მედიასაშუალებებმა შენიშნეს, არც ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. შეგახსენებთ, რომ წყვილი 2017 წლიდან დანიშნული იყო, ხოლო დაშორების შესახებ ოფიციალური განცხადება მომღერალმა JustJared-თან ინტერვიუში გააკეთა. ეს გაგასთვის მეორე შემთხვევაა, როცა ნიშნობის ბეჭედს უბრუნებს საქმროს. პირველად მსგავსი შემთხვევა 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მსახიობ ტეილორ კინთან დაფიქსირდა.
"ოსკარის" დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ლედი გაგას და ბრედლი კუპერის მიერ ცოცხლად შესრულებული სიმღერა იყო, ნომინირებული ფილმიდან a star is born. ემოციური შესრულების შემდეგ დოლბის თეატრში მყოფი აუდიტორიის ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა. სიმღერის დასასრულ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ირინა შეიკი იყო, ვინც წამოდგა და ტაშით ამხნევებდა შეყვარებულს.
მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოებაზე ირინა შეიკი ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის იჯდა, მათ შორის არსებული მითქმა-მოთქმა მალევე გაქარწყლდა. ლედი გაგას პირველი "ოსკარის" მოგების შემდეგ, ირინა პირველი იყო, ვინც ჩახუტებით მიულოცა გამარჯვება და მათ შორის „მეტოქეობას“ წერტილი დაუსვა.
<div class="apester-media" height="481" data-media-id="5c779d4bfd3ff0027a0c99cb"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>