ეგვიპტელი ბიჭი, რომელსაც ფრედი მერკურის როლმა "ოსკარი" მოუტანა - რემი მალიკი

ეგვიპტელი ბიჭი, რომელსაც ფრედი მერკურის როლმა "ოსკარი" მოუტანა - რემი მალიკი
"ოსკარი 2019"-ის ყველაზე ნაკლები მოულოდნელობა, ალბათ, რემი მალიკის დაჯილდოება იყო მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. "ბოჰემური რაფსოდია", რომელიც ფრედი მერკურის მიეძღვნა, წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი იყო. რემის სამსახიობო მონაცემები ფართო საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, მხოლოდ იმაზე კამათობდნენ, ჰგავდა თუ არა ის ფრედის და რამდენად კარგად დაიჭირა მისი ხასიათი და მანერები. "ოსკარებამდე" მას რამდენიმე ჯილდო გადასცეს, მათ შორის "ოქროს გლობუსი" და უკვე ყველა ელოდა მის დაჯილდოებას მთავარ ნომინაციაზე. თუმცა კრიტიკოსების აღიარება არც მანამდე აკლდა - სერიალ "მისტერ რობოტში"
შესრულებული როლისთვის "ემი" აქვს აღებული.


ახალი ვარსკვლავი წარმოშობით ეგვიპტიდანაა. 1981 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა მიგრანტების ოჯახში. მისი მშობლები ეგვიპტელი კოპტები არიან წარმოშობით, რომლებიც 1978 წელს წავიდნენ ემიგრაციაში. მამა, საიდ მალეკი კაიროში გიდად მუშაობდა, დედა ნელი აბდელ-მალეკი კი ბუღალტერია.
რამის ასევე ჰყავს ტყუპისცალი სამი, რომელიც მასზე 4 წუთით უმცროსია და ინგლისურის თარჯიმნად მუშაობს, და უფროსი და იასმინი, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმია.

რემი ტყუპისცალ ძმასთან ერთად

რემის მშობლებს უნდოდათ, რომ ის იურისტი გამხდარიყო, თუმცა თავად მსახიობობაზე ოცნებობდა. დრამწრეზე დადიოდა, მერე კი ევანსვილის უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა...

ახლა უკვე ცნობილი მსახიობია და მშობლებიც ბედნიერები არიან მისი არჩევანით. მათი შვილი ხომ უკვე ოსკაროსანი მსახიობია.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ თემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ბოლო პერიოდში ყველა ღონისძიებაზე "ბოჰემური რაფსოდიიდან" თავის პარტნიორ მსახიობთან - ლუსი ბოინტონთან ერთად ჩნდება. "ოსკარის" გადაცემამდე, როდესაც გამოაცხადეს, მან მხურვალედ აკოცა ლუსის და სცენიდანაც თბილი სიტყვები უთხრა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30