ნუკი კოშკელიშვილი: “ქალი მე ვიცი კუხნაში”-მ დამღუპა.. (ფოტო)

ნუკი კოშკელიშვილი: “ქალი მე ვიცი კუხნაში”-მ დამღუპა.. (ფოტო)
ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი წონის პრობლემაზე უკვე რა ხანია საჯაროდ საუბრობს. მან თავის გამომწერებს გული არ დასწყვიტა და საკუთარ თავზე ცდების ჩატარების შემდეგ, თავისი პრაქტიკის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიეტა გაუმხილა. ნუკიმ „ინსტაგრამის“ ახალ პოსტში ისაუბრა იმაზეც, რომ წონის გაყინვის პრობლემის წინაშე დადგა და სამომავლოდ უკეთესი სტრატეგიების დასახვას აპირებს. ამ პრობლემის წინაშე ბევრი ქალბატონი დგას, რადგან ეფექტური დიეტების მიუხედავად შუა გზაში მათთვის არც თუ სასურველ წონაზე რჩებიან.

მოდელს გამომწერები მუდმივად ეუბნებიან, რომ შესანიშნავად გამოიყურება და მეტის დაკლება
აღარაა საჭირო.

გთავაზობთ ნუკი კოშკელიშვილის პოსტს:
“ქალი მე ვიცი კუხნაში”-მ დამღუპა. სულ მშია. რომ გავაჩინე ბავშვი მითხრეს, ძუძუზე თუ გეყოლება ძალიან მალე დაიკლებო და რომ ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიებს ზუსტად ასე ვიცოდი. გასაკვირია არ დაიკლო, ერთი დღის მანძილზე ბავშვისთვის საკვების მიცემის დროს დედის ორგანიზმი ხარჯავს 700 კილო კალორიას. მაგრამ რომ ვაჭამე ერთი თვე, მერე მეორე და ვერაფრით დავიკელი, დავიწყე დიეტა და მერეც ვერ ვიკლებდი. კიდევ ვიკითხე და აღმოჩნდა, არიან ქალები ვინც ბუნებრივ საკვებს რომ აძლევს ბავშვს, იყინება ამ ერთ წონაზე და ვერაფრით ვერ იკლებს. მე ვარ ეგ ქალი. ძალიან დამტანჯა ამ დიეტობანამ და რაც მთავარია უშედეგოდ, ამიტომ მგონი მოვეშვი და ეგ არის. ივნისში შევუწყვიტავ და მერე გავაგრძელებ, აგერ ნახავთ რა გოგო ვიქნები. მანამდე აქ დაგიწერთ დიეტას რომელმაც განსხვავებით ყველა სხვა მცდელობისგან, ძირითადი წონა მაინც დამაგდებინა.

რეცეპტი:

  • დილა- 100 გრ ყველი კიტრი პომიდორი
  • შუადღე- ორი მოხარშული კალმახი კიტრი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა (თუ თევზი არ გიყვართ მაშინ ქათმის ფილე მოხარშული)
  • საღამო- 200 გრამი ხაჭო კიტრი და ერთი ჭიქა კეფირი.
წარმატებები.“
იხილეთ ნუკის ახალი ფოტოები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი