„ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ“- რა მსხვერპლს მოითხოვს ზოგჯერ დედობა

„ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ“- რა მსხვერპლს მოითხოვს ზოგჯერ დედობა
ნუკი კოშკელიშვილმა დედაშვილობის თემაზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა. მოდელი ცდილობს, რომ მომავალ თუ მოქმედ დედებს გარკვეული აზრი შეუქმნას დედობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ბუნებრივი გზით კვება.
მას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და რამდენიმე მათგანმა აღიარა, თუ რა მსხვერპლი მოითხოვა დედობამ მათ პრაქტიკაში.

გთავაზობთ ნუკის პოსტს:
„აუ არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო და არ გამოვიყენო ჩემი მკითხველების რაოდენობა პროპაგანდის გასაწევად..
არ ინერვიულოთ, პოლიტიკაზე არ დავიწყებ ქადაგებას. ისევ ძველებურად ჩემს ქალურზე მოგიყვებით. ახლა მოდაშია ბავშვის გაჩენის
შემდეგ ეგრევე გადაკვრა, რომ შეინარჩუნო ფორმები (დამიჯერეთ ჩემზე მეტად ეს არავის აწუხებს).
ზოგი ფორმების შენარჩუნებას, ზოგი გაუსაძლის ტკივილს, ზოგი რას და ზოგი რას ასახელებს ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად.
ყველაფერი ჩამომეტყლარჭა, პირველი ორი თვე მიქვავდებოდა, მიჩირქდებოდა, მტკიოდა. მაგრამ ნამუსმა თავისი ქნა და არ შევწყვიტე.
კი მესმის, რომ არც არაფერი მოუვა იმ ბავშვს, თუ თვითონ არ აჭამე, მაგრამ როგორი საოცრებაა, როდესაც ჩვენი ორგანიზმი ქმნის “ექსკლუზიურად” ჩვენი ბავშვისთვის საარსებო საკვებს. დედის ორგანიზმმა იცის, რა უნდა მის შვილს და სწორედ იმ რაოდენობით აწვდის ვიტამინებს, მინერალებს, ცილებს, თუ რაც სჭირდება.

ახლა იმიტომ ვწერ, რომ გუშინ კბილი დამეშალა და დღეს ექიმმა მითხრა, ეს იმიტომ, რომ ბავშვს აჭმევ, მას სჭირდებოდა ეტყობა ამ ბოლო დროს ბევრი კალცი და შენ მოგაკლდაო.
(მართლაც ბოლო ერთ თვეში, ოლივერს 6 კბილი ამოუვიდა!).
აი, ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ არც ერთი წუთით, რომ ჯერ კიდევ ვაჭმევ და ვაპირებ, ასე 1 წლამდე გავაგრძელო.
დაფიქრდით, ხალხი მილიონებს იხდის, რომ დიზაინერმა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კაბა შეკერონ და ბუნება აბსოლუტურად უფასოდ ასაჩუქრებს თქვენს პატარას მხოლოდ მისთვის შექმნილი ოქროს სითხით.
(ეს მაგალითი ერთხელ მეგობარმა მომიყვანა და კარგად ჩამრჩა) მოკლედ, არ დაიზაროთ რა ქალბატონებო, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ. ცოტა გავიჭირვოთ, სამაგიეროდ, იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ბოლოს და ბოლოს ეკონომიაც გამოგვივა.

ახლა თან ხომ გასამხნევებელი გამომივიდა ეს პოსტი, მაგრამ ნეტავ იცოდეთ, ამავდროულად რა დაქანცული ვარ. (მგონი ცოტა თავსაც ვიწყნარებ, აქ რომ ვწერ) ერთი ის მამშვიდებს, რომ ძალიან მომენატრება ეს მომენტები, ცოტა რომ წამოიზრდება.

ნუკის გამომწერები თავიანთ გამოცდილებაზე საჯაროდ უყვებიან. აი, რას წერენ ისინი: „ბუნებრივი კვება, ეს არის შეუცვლელი საზრდო შვილის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. თმაც დამცვივდა, კბილებიც გამიფუჭდა და ათი კილოც დავიკელი, მაგრამ მაინც ვაჭმევ ძუძუს“; 
"საშინლად მტკივა კისრის მალები, მაგრად მენატრება ღამით უშფოთველი ძილი, მაგრამ ყვლაზე მეტად მაინც ჩემი შვილის ჯანსაღი განვითარება მგვრის ბედნიერებას. ამიტომ ჩემი უპირობო კი ლაქტაციას";
"თუ დედა სათანადო კვების რეჟიმს დაიცავს, შესაძლოა რძემ არ დაკარგოს საჭირო ფერმენტები... წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქსიმუმ წლის შემდეგ არ არის ისეთი მარგებელი, როგორც ასე დაბეჯითებით გგონიათ. ორი თვე ვაჭამე მხოლოდ, შემდეგ გავიშრე. ჯანმრთელი ბავშვები მყავს და არც ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული დააკლდათ მაგით".
გამომწერების აზრი ორად გაიყო, თუმცა საყურადღებოა ის, რომ მათი უმეტესობა სწორედ ბუნებრივ კვებას უჭერს მხარს, რადგან მიიჩნევენ, რომ არაბუნებრივი კვება არასწორი არჩევანია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაია
რა სიხარული და სიყვარულია პატარა კაცი.
10:14 / 05-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93