ლედი გაგამ დუმილი დაარღვია და ალაპარაკდა ბრედლისთან ურთიერთობაზე - Marao

ლედი გაგამ დუმილი დაარღვია და ალაპარაკდა ბრედლისთან ურთიერთობაზე

2019-03-05 12:49:36+04:00

მას შემდეგ, რაც კინოგაქირავებაში ჩაეშვა ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“, რომლის მთავარი როლის შემსრულებლები ლედი გაგა და ბრედლი კუპერი არიან, საზოგადოება ალაპარაკდა მათ შორის
რომანზე. მეტიც, საზოგადოება ახალი წყვილის მოლოდინში იყო. ამას კი ხელს მათი ერთობლივი გამოჩენებიც უწყობდა, თუმცა წყვილი ბოლომდე არ აპირებდა კომენტარის გაკეთებას. საბოლოოდ, ჯიმი კიმელის შოუში ლედი გაგამ დუმილი დაარღვია და ალაპარაკდა ბრედლისთან ურთიერთობაზე.

Image result for lady gaga and bradley cooper gif

„სიმართლე გითხრათ, სოციალური ქსელი ჭორების ყველაზე სწრაფად გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. ხალხმა დაინახა სიყვარული და გრძნობები. დიახ, სწორედ ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი, ფილმი შედგა. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხალხს ჩვენ შორის ერთგვარი ქიმია დაენახა.

ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოება დაგვერწმუნებინა ჩვენს გრძნობებში. ბოლოს და ბოლოს, ეს ფილმი და სიმღერა ხომ სიყვარულზეა და ყველა მსახიობს უნდა, რომ ხალხმა შეგიგრძნოს ბოლომდე და დაგიჯეროს“ - განაცხადა გაგამ ჯიმი კიმელის შოუში.

Image result for lady gaga and bradley cooper gif

წყარო: viva.ua