რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა?

რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა?
"ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება"
მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი რეალისტია და როგორც ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით ცხოვრობს. ფუჭად საუბარი არ სჩვევია: მომღერლის კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ სცენაზე მალე ვიხილავთ. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა პირად ცხოვრებაზე, წარსულზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზე...


გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ცხოვრებაში იმდენი სირთულე შემხვედრია, რომ ვერ ჩამოვთვლი და ვერც გამოვყოფ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სირთულეების ფონზე განვვითარდი, გავძლიერდი, საკუთარი თავი
გავზარდე და ახლა სირთულეს, პრობლემას ფსიქოლოგიურ საზრდოდ აღვიქვამ. თუ ვიღაცისთვის პრობლემა რეალურად პრობლემას ნიშნავს, ჩემთვის საკუთარი თავის განვითარების, ფსიქოლოგიურად გამყარების გამოწვევა გახლავთ, რაზეც არასოდეს ვიწუწუნებ..."



"როგორც ყველა წყვილს, ურთიერთობაში კრიზისი მეც მქონია, შეიძლება ითქვას - იმაზე მეტიც, რაც ჩემს ასაკში უნდა გადამელახა... იმით ვუმკლავდებოდი, რომ წყენას, გულის ტკენას ადვილად ვივიწყებ, ბოღმით არ ვცხოვრობ. თუ რამე მწყინს ან ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ყველანაირ ნეგატიურ შეგრძნებას ჩემგან ვუშვებ. იმიტომ არა, რომ ვინმე ამას იმსახურებს. უბრალოდ, თავად ვიმსახურებ შინაგან სიმშვიდეს..."

განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
mari
ღმერთი რომ ნიჭს და სილამაზეს არ დაიშურებს და შენ რომ ჭუა არ გეყოფა რომ მოიხმარო რა სამწუხაროა ხო?
20:04 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93