დღეს ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და ულამაზესი ქალია. თუმცა გზა მისი წარმატებისკენ არც ისე იოლი იყო და წარსულის უსიამოვნებები ახლაც მწარედ ახსოვს.
ბევრმა იცის, რომ ირინა შაიხისლამოვა ჩელიაბინსკშია დაბადებული, ქალაქ ემანჟელინსკში. მისი უჩვეულო გარეგნობა თათარი მამის და რუსი დედის დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მილიონობით მამაკაცის საოცნებო ქალია, სკოლაში ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ. მოდელს არაერთხელ უთქვამს, რომ სკოლაში თანატოლების სიყვარულით არ სარგებლობდა.
მას მერე ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ირინა ახლაც ეძებს საკუთარ თავში ნაკლოვანებებს. "არასდროს არ მოვწონდი ბიჭებს.
სკოლაში "ჯოხს" მეძახდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. კიდევ - "ჩუნგა-ჩანგას", მუქი ფერისა და სქელი ტუჩების გამო. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა", - იხსენებს ირინა.
კლასელებთან ერთად
ჩელიაბინსკში ჩატარებულ კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა დედის მეგობრებმა აიძულეს, რომლებიც სწორად აფასებდნენ მის გარეგნობას. ირინას იმდენად არ ეჯერა საკუთარი თავის, როდესაც ამ კონკურსზე გაიმარჯვა, შოკში ჩავარდა.
სწორედ ეს გამარჯვება იქცა ტრამპლინად მის კარიერაში - იქ შენიშნა გოგონა ცნობილმა აგენტმა გია ჯიქიძემ, რომელმაც ასევე აღმოაჩინა ნატალია ვოდიანოვა და სხვები. 2005 წელს ირინა ევროპაში გაემგზავრა სამუშაოდ, მერე კი - აშშ-ში. განაგრძეთ კითხვა