ბევრი ადამიანი მიიჩნევს იმას, რომ ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც ნებისმიერი სხვა დღესასწაული.
საინტერესოა, როგორი საჩუქრები მიიღეს ქართველმა ქალბატონებმა. მოდი ერთად გადავხედოთ, როგორ იყოჩაღეს მათმა რჩეულებმა.
შორენა ბეგაშვილმა საჩუქარად გულის ფორმის ხასხასა წითელი ვარდების თაიგული და რაფაელოს კანფეტებით სავსე ყუთი მიიღო. როგორც ჩანს მსახიობი კმაყოფილი დარჩა და პოზიტიური ღიმილით სავსე ფოტოების ჩვენთვის გაზიარებაც არ დაენანა.
ცხადია ყვავილების გარეშე არც ნანუკა გუდავაძე დარჩენილა. ფოტოზე ჩანს უმშვენიერესი ფერადი თაიგული, რომელიც ბერა ივანიშვილმა საყვარელ მეუღლეს მიართვა. რძალ-დედამთილმა ოჯახური ფოტო გადაიღო და ქალბატონებს ქალთა დღე თბილი სიტყვებით მიულოცეს.
ხატია წერეთელს შეყვარებულმა ჯერ თაიგული მიართვა, შემდეგ კი პარფიუმერული ნაკრები. სკანდალურმა ქალბატონმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საჩუქრის მიღებისა და გახსნის პროცესია ასახული.
და ბოლოს მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს მართალია საჩუქრის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ქალბატონებს ყვავილების ფოტოთი და გამორჩეული ფრაზით საკმაოდ ორიგინალურად მიულოცა 8 მარტი : „ქალებო გილოცავთ 8 მარტს! იყავით მუდამ ისეთი ლამაზები და ამაყები, როგორიც ეს ყვავილებია! გიყვარდეთ საკუთარი თავი და შეუნახეთ თქვენი გრძნობები იმათ, ვინც მართლა ზრუნავს თქვენზე!“.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ცნობილი ქალბატონების სარვამარტო საჩუქრების პოსტები წელს ნაკლები ინტენსივობით იყო. როგორც ჩანს მათ საკუთარი საჩუქრების საჯაროდ გამომზეურება არ ისურვეს.